ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აუქშტაიტია (ლიეტუვ. Aukštaitija, ოფიციალურად ”მთიანეთი”) — ლიეტუვის ხუთი ეთნოგრაფიული რეგიონიდან ერთ-ერთი. სახელი მაღალმთიანეთში მდებარეობის გამო შეერქვა, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ნაწილისა.

აუქშტაიტია ღია წითლად

გეოგრაფია

რედაქტირება

აუქშტაიტია ლიეტუვის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბელარუსისა და ლატვიის საზღვრებსაც სცილდება ადგილ-ადგილ. უდიდესი ქალაქი და, რეგიონის არაპოლიტიკურობის მიუხედავად, ცენტრალური ქალაქი პანევეჟისია.

  • მხარის უდიდესი ქალაქები 20 000 ადამიანზე მეტი მოსახლით:

რეგიონი, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთი ნაწილი სავსეა ტბებით.

ისტორიულად აუქშტაიტია ლიტვის დიდ მთავარს ეკუთვნოდა მე-13 საუკუნემდე. მხარის ძირითადი დედაქალაქი იყო კიარნავია. გედიმინასის შეთანხმებით 1322 წელს აუქშტაიტიას ეწოდა terra Eustoythen (აუქშტაიტთა მიწა). მხარე პრუსიულ ქრონიკებში აუსტეხიად მოიხსენიებოდა (დაახ. 1326 წ.). მე-15 საუკუნიდან ტრაკაისა და ვილნიუსის სავოევოდოებში იყო მოქცეული, რაც მას ეთნიკური თვალსაზრისით პოლიტიკურ სტატუსსაც ანიჭებდა, ამიტომ, Lithuania Propria (ლიეტუვის მიწა) ეწოდა.

სიმბოლოები

რედაქტირება
 
 

აუქშტაიტიის გერბი და დროშა საზოგადოებას 2007 წელს წარუდგინეს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აუქშტაიტია“-დან