ავსტრომარქსიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან აუსტრომარქსიზმი)

ავსტრომარქსიზმი — მარქსისტული მიმდინარეობა, რომელსაც ვიქტორ ადლერი, ოტო ბაუერი, კარლ რენერი და მაქს ადლერი მისდევდა, ავსტრიის სოციალ-დემოკრატი მუშათა პარტიის წევრები ავსტრო-უნგრული მონარქიის გვიანი ათწლეულებისა და პირველი ავსტრიული რესპუბლიკის (1918-1934) დროს. ეს მიმდინარეობა ნაციონალობითა და ნაციონალიზმითაა ცნობილი და მისი მცდელობით, მოექცია სოციალიზმი იმპერიული მმართველობის საზღვრების ფორმაში. ოტო ბაუერი ფიქრობდა „პიროვნულ საფუძველზე“, როგორც გზაზე, თავი მოეყარა ერთი ნაციონალობის ადამიანებისთვის, რომლებიც გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდნენ. Democracy and the Nationalities Question-ში (1907), იგი წერს: „პიროვნულ საფუძველს სურს, რომ მოაწყოს ნაციები არა ტერიოტურიულ სხეულებად, არამედ მარტივ, პიროვნებათა გაერთიანებებად“, ეს მიმდინარეობა ნაციას ჰყოფდა ტერიტორიისაგან და მიიჩნევდა მას უტერიტორიო ადამიანთა გაერთიანებად.

მიმოხილვა

რედაქტირება

ავსტრომარქსისტული ჯგუფი 1904 წლიდან ჟურნალების Blätter zur Theorie und Politik des wissenschaftlichen Sozialismus და the Marx-Studien გარშემო გაერთიანდა. იგი იყო არაერთგვაროვანი მოძრაობა, მასში ერთიანდებოდნენ განსხვავებულად მოაზროვნეები და პოლიტიკოსები, მაგალითად როგორებიც იყვნენ ნეოკანტიანელი მაქს ადლერი და მართლმადიდებელი მარქსისტი რუდოლფ ჰილფერდიგი.

1921 წელს ავსტრომარქსისტებმა სოციალისტური პარტიების ინტერნაციონალური სამუშაო გაერთიანება (აგრეთვე ცნობილი როგორც 2½ ინტერნაციონალი ან ვენა ინტერნაციონალი), იმედოვნებდნენ რა გაეერთიანებინათ მეორე და მესამე ინტერნაციონალები, ამ წამოწყებამ კრახი განიცადა.

ავსტრომარქსიზმა მოგვიანებით წარმოშვა ახალი მოძრაობები: ევროკომუნიზმი და ახალი მემარცხენეები. ორივე მოძრაობის მიზანი კომუნიზმსა და სოცილურ დემოკრატიას შორის დემოკრატიული ნიადიაგის მოძიება და საბოლოოდ მათი გაერთიანება იყო.

ავსტრომარქსიზმი ასევე იყო ის მიმდინარეობა, რომელიც ევროპაში რადიკალური რეფორმების საფუძველი გახდა. სოციალ–ეკონომიკურმა რეფორმებმა, როგორიცაა ჯანდაცვა, სახლების მშენებლობა და განათლების სისტემა ვენაში – შთააგონა სკანდინავიური სოციალ–დემოკრატიული პარტია და ბრიტანული ლეიობორისტთა პარტია.

ავსტრომარქსიზმი იყო ასევე პირველი მოძრაობა ევროპაში, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ფაშისტურ ხელისუფლებას, თუმცა საბოლოოდ 1934 წელს დამარცხდა.

ავსტრომარქსიზმის ნაციონალური ავტონომიის პრიციპი მოგვიანებით სხვადასხვა პარტიამ გაიზიარა, რომელთა შორის იყვნენ ბუნდი (გენერალური ებრაული ლეიობორისტული გაერთიანება), მემარცხენე ზიონისტები (Hashomer Hatzair) პალესტინის ბინაციონალური პრობლემის გამო, ებრაული Folkspartei მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და უნგრელების დემოკრატიული გაერთიანება რუმინეთში 1989 წლის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება