აურორას მემორიალური ეროვნული პარკი

აურორას მემორიალური ეროვნული პარკიდაცული ტერიტორია ფილიპინებში. მდებარეობს სიერა-მადრეს მთიანეთში, ნუევა-ესიხისა და აურორას პროვინციის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ლუსონში. ეროვნული პარკის ფართობი 5 676 ჰექტარია.[1] დაარსდა 1937 წელს, 220-ე პროკლამაციის საფუძველზე. პარკს სახელი პირველი ლედის, აურორა არაგონ კესონის პატივსაცემად ეწოდა.[2] თავდაპირველად პარკის ტერიტორია 2 356 ჰექტარს მოიცავდა, ხოლო 1941 წლისთვის დღვანდელ ტერიტორიამდე გაფართოვდა. პარკის უმაღლესი წერტილი 1 000 მეტრის სიმაღლეზეა. პარკის მიწა გამოიყენება როგორც მუდმივი, ისე ცვლადი სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის და სატყეო საქმისთვის.[3]

აურორას მემორიალური ეროვნული პარკი
მდებარეობა ნუევა-ესიხა და აურორა
ქვეყანა ფილიპინები
უახლოესი ქალაქი კაბანატუანი, ნუევა-ესიხა, ფილიპინები
ფართობი 5 676 ჰექტარი
დაარსდა 1937
მმართველი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Region 3 - Protected Areas. Department of Environment of Natural Resources Protected Areas and Wildlife Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 21, 2012. ციტირების თარიღი: June 13, 2012
  2. Proclamation No. 130, s. 1949. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 22, 2019. ციტირების თარიღი: February 22, 2019
  3. PH 017 - Aurora Memorial National Park. BirdLife International. ციტირების თარიღი: June 13, 2012