ატოცის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია

ატოცის ღვთისმშობლის მცირე ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის განაპირას, დასავლეთით, ადგილ გულიკაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია.

ლიტერატურა

რედაქტირება