ატლანტიდის დეპარტამენტი

ატლანტიდის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Atlántida) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროზე. დედაქალაქია საპორტო ქალაქი ლა-სეიბა.

დეპარტამენტი
ატლანტიდის დეპარტამენტი
Departamento de Atlántida
ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
ადმ. ცენტრი La Ceiba
კოორდინატები 15°47′00″ ჩ. გ. 86°47′00″ დ. გ. / 15.78333° ჩ. გ. 86.78333° დ. გ. / 15.78333; -86.78333
დაარსდა 1902
ფართობი 4 251 კმ²
მოსახლეობა 372 532 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6

ბოლო ათწლეულებში, ეკონომიკის მთავარი საყრდენი ტურიზმი გახდა. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 372 532 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 4 251 კმ²-ია.

დეპარტამენტი შეიქმნა 1902 წელს, ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე კოლონის, კორტესისა და იოროს დეპარტამენტებს მიეკუთვნებოდა.

ატლანტიდის დეპარტამენტი 8 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება