კორტესის დეპარტამენტი

კორტესის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Cortés) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 365 497 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 3 954 კმ²-ია. წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ დეპარტამენტს. დასავლეთ ნაწილში აღმართულია მერედონის მთები, თუმცა უმეტეს ნაწილში ტროპიკული დაბლობებია.

დეპარტამენტი
კორტესის დეპარტამენტი
Departamento de Cortés
ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
ადმ. ცენტრი San Pedro Sula
კოორდინატები 15°30′00″ ჩ. გ. 88°01′00″ დ. გ. / 15.50000° ჩ. გ. 88.01667° დ. გ. / 15.50000; -88.01667
დაარსდა 1894
ფართობი 3 954 კმ²
მოსახლეობა 1 365 497 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6

შეიქმნა 1893 წელს, სანტა-ბარბარასა და იოროს დეპარტამენტების ტერიტორიების ხარჯზე. დედაქალაქია სან-პედრო-დე-სულა. ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლო გამოირჩევა მრავალი საუცხოო პლაჟით.

კორტესი ჰონდურასის ეკონომიკის გულია, ვინაიდან აქ მდებარე სულას ხეობა ქვეყნის მთავარი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველი რეგიონია. XIX საუკუნის ბოლოს აქ ამერიკულმა ბანანის კომპანიებმა გააშენეს ვრცელი პლანტაციები, განავითარეს აშშ-ში გემებით ხილის გადასაზიდი ინფრასტრუქტურა.

კორტესის დეპარტამენტი 12 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება