კოლონის დეპარტამენტი
კოლონის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Colón) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. შეიქმნა 1881 წელს. დედაქალაქია ტრუხილიო, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქია ტოკოა. სწორედ ტრუხილიოში მოხდა პირველი კათოლიკური მისების შესვლა ამერიკაში, მას შემდეგ, რაც 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ჰონდურასის ნაპირებს მიაღწია.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოლონის დეპარტამენტი Departamento de Colón | |||||
| |||||
ქვეყანა | ჰონდურასი | ||||
ადმ. ცენტრი | Trujillo | ||||
კოორდინატები | 15°55′00″ ჩ. გ. 85°57′00″ დ. გ. / 15.91667° ჩ. გ. 85.95000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1881 | ||||
ფართობი | 8 875 კმ² | ||||
მოსახლეობა | 284 900 კაცი (2005) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
კოლონის ძირითადი მოსახლეობა გარიფუნას ხალხია. გამოირჩევა სუფთა პლაჟებითა და წვიმის ტყეებიანი ეროვნული პარკებით. ტრუხილიოში მდებარე კოლონიურ პერიოდში აშენებულ სანტა-ბარბარას ციხესიმაგრეში განხორციელდა ამერიკელი სამხედრო ავანტურისტის უილიამ უოლკერის სიკვდილით დასჯა; მისი ნეშტი ქალაქის სასაფლაოზე მარხია.
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 284 900 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 8 875 კმ²-ია.
კოლონის დეპარტამენტი 10 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰონდურასის ინტერაქტიული რუკა დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine.