ატლანტიდა (ბერძ. Ἀτλαντίς νῆσος — „ატლანტის კუნძული“) — ლეგენდარული მიწა (კუნძული, არქიპელაგი ანდაც კონტინენტი), რომელიც ზღვის ფსკერზე დაეშვა მიწისძვრის ან რაღაც სხვა კატაკლიზმის შედეგად. ქვეყნის მოსახლეობას ატლანტები ეწოდებოდა. პირველად პლატონი იხსენიებს ტიმეოსთან და კრიტეოსთან დიალოგებში.

აფანასი კირხერის (XVII საუკუნის გერმანელი მეცნიერი) „ატლანტიდის რუკა“.

ამჟამად სამეცნიერო წრეებში ატლანტიდაზე თქმულება ან პლატონის მიერ სრულიად გამონაგონად, ანდაც ფილოსოფიურ მითად მიიჩნევა, რომელიც რაღაც ბუნდოვანი კატასტროფის გახსენებას ემყარება, დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვით მე-4 ათასწლეულში, როდესაც ხმელთაშუა ზღვის წყლები ეგეოსის მეშვეობით შავ ზღვას დაუკავშირდა; ანდაც კუნძულ სანტორინზე ვულკანის ამოფრქვევას ძვ. წ. მე-16 საუკუნეში. არასამეცნიერო წრეებში კი ატლანტიდა ყველაზე საყვარელი თემაა, როგორც ყველაზე არაბუნებრივი მოვლენების აღსაწერად გამოსადეგი ობიექტი. ატლანტიდას უამრავი მხატვრული თუ სამეცნიერო ფანტასტიკური გამონაგონი უკავშირდება.

მითის ისტორია

რედაქტირება

ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან — კრიტიას-უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.

კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო; დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედ-დარგობრივი მასისგან მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ კომუნაში. თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, პლატონის მიხედვით, ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.

კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის ნაპირიდან 50 სტადიის (8-9 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით, ბორცვს სამი წყლის არხი და ორი ნათხარი რკალი შემოავლო; ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორად კი, ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შესძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიის ოდენა (კილომეტრზე ნაკლები) თუ იქნებოდა დიამეტრში. კუნძულს ოქრო-ვერცხლით სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლე ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა (…) ასევე მიწათხრილებსა და პლეტრის (30 მ) სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს, ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტანეს. თეთრი, შავი და წითელი ფერის ქვას ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ.

თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ელფერით აკეთებდნენ, დანარჩენს მრავალფეროვანი ქვებით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. გარე მიწათხრილის კედლები ატლანტებმა სპილენძით მოაპირკეთეს, შიდა თხრილი კი კალით იყო შემოსილი, რაც შეეხება თავად აკროპოლს — ოქროცურვილი ფირფიტებით იყო დაფარული რათა ცეცხლოვანი შუქი ეფრქვიათ.

მანამ, სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კეთილქმედებას აყენებდნენ უპირველეს ყოვლისა; მაგრამ, როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქედმაღლდნენ. განცვიფრებულმა ზევსმა ატლანტების დაღუპვა განიზრახა და ღმერთთა სხდომა მოიწვია… სწორედ აქ წყდება, ჩვენამდე მოღწეული ტექსტის მიხედვით, ხსენებული დიალოგი.

სხვა ანტიკური ავტორები

რედაქტირება
 
პლატონი

პერუში არსებობს ძველი ქალაქი- ოლანტაიტამბო - რომელიც მდებარეობს 2700 მეტრზე ზღვის დონიდან. იქ არის უზარმაზარი მეგალითური ნაგებობები. მზის ტაძრის ერთ-ერთი კედელი საძირკველთან ახლოსაა - 5 დიდი მეგალითური ბლოკით. მის ჩრდილოეთ კედელზე კი დიდგვაროვანთა სახლები იყო აშენებული - ოფიციალურად ცნობილია, რომ ეს ქალაქი აშენდა 15 საუკუნეში, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა, რომელიც ამ თარიღს ეჭვის ქვეშ აყენებს საინტერესოა ტონიანი ბლოკების დადების სტილი, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს.

ახლა რა იწვევს ეჭვს ამ ნაგებობებში - უზარმაზარი ბლოკები გადაყრილია ერთი მიმართულებით - ეჭვგარეშეა, რომ ოდესღაც ამ ნაგებობას წინა კედელიც ჰქონდა, რომელიც რაღაც დიდმა ძალამ დაანგრია - ამ კედლის დანგრეული ბლოკები ტერასის ქვევით ჩანს. ამ რაღაც დიდი ძალის მოქმედების ვექტორი ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ყველა ბლოკი (ტონიანი !) ამ მიმართულებითაა გადაყრილი; ეს დამანგრეველი ძალა ვერ იქნებოდა მიწისძვრა - რადგან მიწისძვრის დროს სახლები ერთი მიმართულებით არ ინგრევა. უზარმაზარ ბლოკებს ვერ დაანგრევდნენ ესპანელებიც .- ეს შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ წყლის ნაკადს! აი ეს ბლოკი სულ ძირშია ნაპოვნი - რა ძალას უნდა ჩამოეტანა იგი ასე დაბლა ახლა შეხედეთ თუ სად მდებარეობს ოლანტაიტამბო - იგი მდებარეობს 2700 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან - მთის კენწეროზე არანაირი ტბა და მდინარე არ მდებარეობს - რას შეეძლო შეექმნა ასეთი ძლიერი წყლის ნაკადი თუ არა მსოფლიო წარღვნას.

ნაგებობების შესწავლისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაქალაქევზე გვაქვს ორი ტიპის მშენებლობა - პრიმიტიული აგურებისმაგვარი წყობა და ამ ნაგებობების ძირში მეგალითური - სრულიად უნიკალური მშენებლობის სტილი, გრანიტის ქვების დამუშავების კვალი - გრანიტის ასე დამუშავება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი გაუჭირდებოდათ და შეადარეთ ახლა ასეთი უნიკალური ბლოკები პრიმიტიულ სახლებს, რომლებიც ეტყობა მართლა მე-15 საუკუნეში იყო აგებული. ბოლოს ავტორი ასკვნის, რომ წყლის დიდი ნაკადი მოდიოდა ერთი მხრიდან - ანუ ატლანტიური ოკეანიდან და გადაუარა 2700 მეტრის სიმაღლეზე უმაღლეს მთებს. ხოლო წარღვნამდე დედამიწაზე არსებობდა უდიდესი ტექნოლოგიების მქონე ცივილიზაციები, რომელთაც თავისუფლად აჰქონდათ ასეთი მრავალტონიანი ბლოკები 2700 მეტრის სიმაღლეზე.

გავლენა კულტურაზე

რედაქტირება
 
კაპიტანი ნემო და არონაქსი ატლანდიდის ნანგრევებთან

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brunhouse, Robert L. (1973). In Search of the Maya: The First Archaeologists. Albuquerque: University of New Mexico Press. ISBN 0826302769. 
  • Callahan, Tim, Friedhoffer, Bob, and Pat Linse (2001). „The Search for Atlantis!“. Skeptic. 8 (4): 96. ISSN 1063-9330.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • Cayce, Edgar Evans (1968). On Atlantis. New York and Boston: Grand Central Publishing. ISBN 0-446-35102-4. 
  • Donnelly, Ignatius (1941). Atlantis: The Antediluvian World. New York: Harper. ISBN 978-0486233710. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება