ატამან ეფრემოვების სასახლე

ატამან ეფრემოვების სასახლე (რუს. Дворец атаманов Ефремовых) — XVIII საუკუნის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლი. მდებარეობს სტანიცა სტაროჩერკასკში. სასახლე აგებულია 1761წელს ეფრემოვების მამულში და ემსახურებოდა ატამან ეფრემოვებს.

ატამან ეფრემოვების სასახლე
რუს. Дворец атаманов Ефремовых
კოორდინატები 47°13′26″N 40°05′39″E / 47.2238° ჩ. გ. 40.0943° ა. გ. / 47.2238; 40.0943
მდებარეობა სტაროჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1756-1761
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110035000

ატამანების სასახლის ფასადი აგებულია კლასიციზმის სტილში. მისი არქიტექტურა ჰგავს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის თავდაზნაურობის სასახლეთა არქიტექტურას. ცენტრალური რიზალიტის სამკუთხა ფრონტონი უჭირავს ოთხ ერთცალიან და ორ წყვილიან ნახევრადკოლონებს.

სწორკუთხა სანდრიკები გარს აკრავს მეორე სართულის ფანჯრებს, ხოლო პირველი სართულისა ხახვისებური ფორმისაა. სასახლის კედლების გადამუშავებისას ყურადღება გაუმახვილებიათ ფართო, მასშტაბურ ფანჯრებზე. პირველი სართულის ფანჯრები მცირე ზომისაა, ხოლო მეორე სართულისა - ფართო, ნათელი და შენობას აძლევს სასახლის შეხედულებას. ატამან ეფრემოვების სასახლე ააშენეს კარის ეკლესიასთან ერთად.

მრავალრიცხოვანმა რეკონსტრუქციებმა, განსაკუთრებით 1848 წლის ხანძრის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეცვალა სასახლის თავდაპირველი სახე. მისი პირველი სახე შემონახულია ჩერკასკის პანორამაზე, რომელიც 1803 წელს არქიტექტორმა ნ. ლვოვმა შექმნა[1].

ეფრემოვების კაზაკური თავადური გვარი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი გვარი დონის მიწაზე. მისი დამაარსებელია მოსკოველი ვაჭრის შვილი ეფრემ პეტროვი, რომელიც 1670 წელს გადავიდა ჩერკასკში (ამჟამად სტაროჩერკასკი), სადაც წარმატებით დაკავდა სავაჭრო საქმიანობით. 1756-1761 წლებში მათ საკუთარ მამულში აღმართეს კარის ეკლესია დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

1831 წლის 27 დეკემბერს ეფრემოვების ქვრივებმა ევდოკია იოაკიმეს ასულმა, იულიანა ალექსსის ასულმა და მისმა შვილმა ესაულმა ნიკოლაი სტეფანეს ძემ, თხოვნა გაუგზავნეს დონის მთავარეპისკოპოსს ათანასეს, რათა მშობლიურ მამულში აეშენებინათ სტაროჩერკასკის დედათა მონასტერი. მთავარი და ერთადერთი მოტივი, რამაც აიძულა ეფრემოვების ოჯახის წარმომადგენლები ამ ნაბიჯის გადადგმაში, იყო რწმენა და საკუთარი გარდაცვლილების ხსოვნა. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ბრძანება „ნოვოჩერკასკის ეპარქიაში სტანიცა სტაროჩერკასკში ეფრემოვების დედათა მონასტერის დაფუძნების შესახებ“ გამოსცა 1837 წლის 25 იანვარს.

ექსპოზიცია

რედაქტირება

ატამან ეფრემოვების სასახლე სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. ეფრემოვების სასახლის დარბაზები გამოიყენება საგამოფენოდ, რომლებიც მოგვითხრობენ ჩერკასკისა და დონის კაზაკობის ისტორიული წარსულის შესახებ. ექსპონატებს შორისაა XVI საუკუნის მარმარილოს მზის საათი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანეს კაზაკებმა. 2014 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა მეორე სართულიც, სადაც განათავსეს გამოფენები, რომლებიც ეძღვნება კაზაკებისა და ეფრემოვების ოჯახის კულტურასა და ისტორიას[2]. 2015 წელს როსტოვის ოლქის ქონების მართვის სამინისტრომ გადაწყვიტა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს ატამანთა სასახლე, მაგრამ საოლქო სასამართლომ გადაცემის განზრახვა არაკანონიერად გამოაცხადა და სამუზეუმო კომპლექსი საერო მიზნებისთვის სარგებლობაში დატოვა[3][4].

  1. Подворье атаманов Ефремовых. Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  2. Дворец атаманов Ефремовых в Старочеркасской открыт после реставрации. РБК. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  3. РПЦ стремится заполучить Дворец атаманов Ефремовых Старочеркасского музея-заповедника. Don News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-06. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  4. Атаманский дворец Старочеркасска не достанется РПЦ. Дон-ТР. ციტირების თარიღი: 2017-02-25.