სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Старочеркасский историко-архитектурный музей-заповедник) — მუზეუმ-ნაკრძალი სტანიცა სტაროჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი | |
---|---|
47°14′12″ ჩ. გ. 40°02′20″ ა. გ. / 47.23667° ჩ. გ. 40.03889° ა. გ. | |
დაარსდა | 1970 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | როსტოვის ოლქი |
ვიზიტორები | 110 800 |
დირექტორი | ნატალია შიხალიოვა |
მუზეუმის მისამართი: 346701, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, სტანიცა სტაროჩერკასკი, ფოსტის ქუჩა № 6.
ისტორია
რედაქტირებასტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი შეიქმნა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 30 დეკემბერის დადგენილების შესაბამისად. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო მიხეილ შოლოხოვი[1][2]. დაფუძნდა XVII—XIX საუკუნეების დონის კაზაკთა დედაქალაქის ჩერკასკის ძეგლების ბაზაზე[3]. ატამან ეფრემოვების ყოფილი სამფლობელოდან შემონახულია: ატამანის სასახლე, ორსართულიანი ქვის კორპუსი, ეფრემოვების კარის ეკლესია, რომელიც დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე იყო ნაკურთხი. სტეფანე ეფრემოვის სახლი, აგებული 1770-იან წლებში[4][5].
მუზეუმში მუდმივად მოქმეედებს შემდეგი გამოფენები: ძირითადი ისტორიული ექსპოზიცია „ველური მინდვრებიდან ძველ ჩერკასკამდე“, „ეფრემოვების კაზაკური მოდგმა“, „როგორ შევქმენით წყნარი დონი“. „კაზაკური სამზარეულოს ტრადიციები“,სტაროჩერკასკის სამახსოვრო ადგილები“, „კაზაკი-ნეკრასოველები“, „მაიდანი და საკვირაო ეკლესია“, „კაზაკების სულიერი სამყარო“. მუზეუმი ასევე მონაწილეობას იღებს ყოველლიურ აქციაში „ღამე მუზეუმში“[6].
მუზეუმის საგამოფენო დარბაზების ფართობია 1563, 8 მ², ფონდასაცავების — 629,1 მ². სულ დაცულია 67 009 ექსპონატი.
მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია სამი თემატიკური კოლექცია, რომელიც ეხება ლიტერატურულ ძეგლებს: ნ. პარამანოვის გამომცემლობის „Донская речь“-ის წიგნები, კირილოვსკის სტამბისა და მხარეთმცოდნეობითი კოლექცია[7][8].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- СИАМЗ на сайте museum.ru
- СИАМЗ დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. на сайте Министерства культуры Ростовской области
- Музей-заповедник на Викимапии
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 333. Г. И. Воронову
- ↑ Постановление Совета министров РСФСР от 30 декабря 1970 года
- ↑ Старочеркасский историко-архитектурный музей-заповедник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2017-06-29.
- ↑ Старочеркасскому музею — 45!
- ↑ Старочеркасский историко-архитектурный музей-заповедник
- ↑ Ночь музеев в Старочеркасском историко-архитектурном музее-заповеднике[მკვდარი ბმული]
- ↑ Старочеркасский историко-архитектурный музей-заповедник
- ↑ Коллекция Старочеркасского историко-архитектурного музея-заповедника. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-26. ციტირების თარიღი: 2017-06-29.