სანდრიკი
სანდრიკი — დეკორატიული არქიტექტურული დეტალი შენობის ფასადზე ან ინტერიერში, მცირე ზომის კარნიზი, ხშირად ფრონტონით, კარების ან ფანჯრის თავზე[1]. სანდრიკი თავდაპირველად ფანჯრის და კარის წვიმისგან დასაცავად გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში კი ფანჯრის უბრალო გამოშვერილობიდან გარდაიქმნა რთულ კონსტრუქციად ფრონტონთან ერთად, რომლეზეც შესაძლებელი იყო ბარელიეფური კომპოზოციის მიმაგრება. სანდრიკები ხშირად კრონშტეინებით მაგრდებიან.
სახეობები
რედაქტირება- სწორი სანდრიკი — უბრალო კარნიზის სახით
- მშვილდმაგვარი სანდრიკი — აქვს რკალისებრი ფორმა
- სამკუთხა სანდრიკი — სამკუთხა ფრონტონით
-
სწორი სანდრიკი
-
მშვილდმაგვარი სანდრიკი
ლიტერატურა
რედაქტირება- Клименюк Т. М., Проскуряков В. І., Ковальчук Х. І., Ілюстрований словник архітектурних термінів, Львів: Видавництво Львівської політехніки, 2010. — გვ. 75, ISBN 978-966-553-985-8.
- Уайт Э. Робертсон Б., Архитектура: формы, конструкции, детали. Иллюстрирований справочник, Москва: АСТ Астрель, 2009. — გვ. 86, 3000 ეგზ., ISBN 978-5-17-018511-5.