ასტოვი
ასტოვი (ინგლ. Astove Island, ფრანგ. Île Astove) — მარჯნის კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სეიშელის გარე კუნძულების ალდაბრის კუნძულების ჯგუფში.
მშობ. სახელი: ინგლ. Astove Island ფრანგ. Île Astove | |
---|---|
ასტოვის კუნძულის ხედი ჰაერიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 10°05′12″ ს. გ. 47°44′27″ ა. გ. / 10.08667° ს. გ. 47.74083° ა. გ. |
ფართობი | 4,96 კმ² |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს 38 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ატოლ კოსმოლედოდან. კუნძულს აქვს დაახლოებით 6 კმ სიგრძე და 4 კმ სიგანე. ფართობი — 4,96 კმ². ლაგუნის ფართობი — 9,5 კმ². კუნძული იმითაა საინტერესო, რომ ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ატოლებიდანაა რომელშიც არსებობს მხოლოდ ერთი პატარა არხი, რომელიც აერთებს ლაგუნას ღია ზღვასთან. ეს ასევე ბუნების ერთ-ერთი ხელუხლებელი ადგილია.
ისტორია
რედაქტირებარადგანაც სეიშელის კუნძულები მრავალი წლის განმავლობაში მეკობრეთა თავშესაფარი იყო, კუნძულებზე ადგილობრივი მოსახლეობის, უცხოელების და სეიშელის მთავრობის მიერ დღევანდლამდე გრძელდება მათ მიერ მიწაში ჩაფლული დიდი რაოდენობით ქურდობით მოპოვებული ძვირფასეულობების ძებნა. მაგრამ ისეთი ძვირფასი ნაპოვნი ნივთები, რომლებიც ყველასათვის ცნობილი გახდებოდა, საკმაოდ იშვიათია. ერთადერთი ოფიციალურად დაფიქსირებული ნაპოვნი საგანძური გახდა 1911 წელს კუნძულზე აღმოჩენილი 107 ვერცხლის მონეტა, რამდენიმე ჩანგალი და კოვზი და ბოცმანის საყვირი. 1972 წელს კუნძულზე იპოვეს 1760 წელს ჩაძირული პორტუგალიური გემის ღუზა. ეს რაიონი მთლიანად გადათხარეს და კიდევ აღმოაჩინეს რამდენიმე ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები.