ასირ მარკის ძე გალპერინი (დ. 3 სექტემბერი, 1898, ნიკოლაევი, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 5 ივლისი, 1974, საქართველოს სსრ) — საბჭოთა ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი, წარმოშობით ებრაელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943).

ასირ გალპერინი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
3 სექტემბერი, 1898
დაბადების
ადგილი
ნიკოლაევი, ხერსონის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
5 ივლისი, 1974 (75 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1914–1920 სპორტკლუბი ნიკოლაევი
1921–1925 უნიონი ნიკოლაევი
1925–1928 დინამო ტფილისი
სამწვრთნელო კარიერა
1942–1945 დინამო თბილისი
1949 ლოკომოტივი თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

1913 წლიდან თამაშობდა მშობლიური მიკოლაივის (ნიკოლაევი) საფეხბურთო გუნდებში. 1925-1927 წლებში იყო თბილისის დინამოს ცენტრალური თავდამსხმელი, 1928 წლიდან — მწვრთნელი თბილისის განათლების განყოფილების სპორტულ სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდი „მოლოტი“ 1938 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. შემდეგ გალპერინი იყო თბილისის 35-ე სპეციალური საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი, თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის უფროსი, 1942–1945 წლებში თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Обучение юных футболистов тактике, М., 1958.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება