ასთენოსფერო
ასთენოსფერო (ტალღათსატარი; ბერძნ. asthenēs – ადგილი და სფერო) — დედამიწის ზედა მანტიაში 100-150 კმ სიღრმეზე მდებარე შრე; მკვეთრად გამოირჩევა სიმაგრის, სიმტკიცის, სიბლანტის დაქვეითებით და დრეკადი ტალღების გავრცელების სიჩქარით.
ფიქრობენ, რომ ეს შრე დიდ როლს თამაშობს ტექტონიკური და მაგმურ პროცესებში, რადგანაც მასში ჩაისახება მაგმური კერები და ხდება ქერქქვეშა ნივთიერების გადაადგილება. ლითოსფეროსა და ასთენოსფეროს საზღვარი შეიძლება გადიოდეს 4 კმ-იდან (რიფტების ქვეშ) 200 კმ-მდე (კრატონების ქვეშ).
ტერმინი შემოიღო ამერიკელმა გეოლოგმა ჯოზეფ ბარელმა 1914 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ასთენოსფერო – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- დედამიწის შიდა სტრუქტურები დაარქივებული 2011-03-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 629.