ასენ ხრისტოვ ზლატაროვი ( ბულგ. Асен Христов Златаров ; დ. 4 თებერვალი, 1885, ხასკოვო1936 წლის 22 დეკემბერი, ვენა ) — ბულგარელი ბიოქიმიკოსი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე და მხატვარი.[3]

ასენ ზლატაროვი
ბულგ. Асен Златаров
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1885(1885-02-04)[1] [2]
დაბ. ადგილი Haskovo
გარდ. თარიღი 22 დეკემბერი, 1936(1936-12-22)[1] (51 წლის)
გარდ. ადგილი ვენა
დასაფლავებულია Central Sofia Cemetery
მოქალაქეობა ბულგარეთი
საქმიანობა ქიმიკოსი[2]
მუშაობის ადგილი სოფიის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი[2]
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Q43448560?
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 1885 წლის 4 თებერვალს ხასკოვოში. იგი მეორე შვილი იყო თეოფანია და ხრისტო ზლატაროვების ოჯახში. ნათლობისას მიიღო სახელი ივანე-ასენი. 1903 წელს ოჯახი გადავიდა სოფიაში, სადაც ასენმა იმავე წელს დაამთავრა ნამდვილი გიმნაზია და სოფიის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1904 წელს წავიდა სასწავლებლად ჟენევის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1907 წელს. 1908 წელს გრენობლის უნივერსიტეტში ( ფრ. ) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკასა და ქიმიაში. იმავე წლის მაისში დაბრუნდა ბულგარეთში, ხოლო სექტემბრიდან ასწავლიდა ქიმიას პლოვდივის ერთ-ერთ სკოლაში.[4]

საქმიანობა

რედაქტირება

1909-1910 წლებში ზლატაროვი სწავლობდა საკვებისა და სასამართლო ქიმიას პროფესორ ტ.პაულთან მიუნხენში. 1910 წელს დაბრუნდა ბულგარეთში და დაინიშნა ასისტენტად ორგანულ ქიმიაში სოფიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ამავე დროს მუშაობდა რედაქტორად პუბლიკაციებში „ქიმია და მრეწველობა “, „ბუნება და მეცნიერება “, ასევე ბიბლიოთეკებში "Naturphilosophical Chetivo" და "Science and Life". 1912-1915 წლებში მობილიზებული იყო ბულგარეთის არმიაში და მონაწილეობდა პირველ და მეორე ბალკანურ ომებში .[5]

1920 წელს გახდა სამედიცინო ფაკულტეტის ფიზიოლოგიური ქიმიის საპატიო დოცენტი და სოფიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბიოქიმიის საპატიო დოცენტი. 1924 წელს დაინიშნა სპეციალურ, ხოლო 1935 წელს — სოფიის უნივერსიტეტის მთავარ პროფესორად. 1928 წელს აირჩიეს ბულგარელ ქიმიკოსთა კავშირის თავმჯდომარედ. მონაწილეობა მიიღო 1934 წელს მადრიდში გამართულ მე-11 საერთაშორისო ქიმიის კონგრესში. 1935 წელს იგი გაემგზავრა ბელგრადში ადგილობრივი სტუდენტების მოსანახულებლად, რომლებთანაც მან მთელი რიგი საუბრები გამართა. იმავე წელს აირჩიეს სოფიის უნივერსიტეტის პროფესორად და ორგანული ქიმიის განყოფილების გამგედ. ზლატაროვის საქმიანობამ საფუძველი ჩაეყარა ქვეყანაში ბიოქიმიის განვითარებას.[6]

მეცნიერების მიღმა

რედაქტირება

1925 წლიდან 1937 წლამდე ასენ ზლატაროვი იყო ლიტერატურული წრის — „ მშვილდოსნის“ წევრი. იგი წერდა ლიტერატურული სტატიებს, ლექსებს. მის კალამს აგრეთვე ეკუთვნის პროზაული ნაწარმოებები და ასევე ერთი რომანი. ის აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან 1930-იან წლებში და ასევე იყო აქტიური წევრი (ბულგარეთის სახალხო საზღვაო ხელშეკრულების ორგანიზაცის (ბულგ. Болгарского народного морского соглашения), რომლის საქმიანობას წარმოადგენდა ბულგარეთში საზღვაო საქმეების პოპულარიზაცია.

ზლატაროვი ასევე იყო ებრაელთა დაცვის კომიტეტის წევრი, რომელშიც შედიოდნენ ეკატერინა კარაველოვა (სახელმწიფო მოღვაწე პეტკო კარაველოვის ქვრივი), პროფესორი პეტკო სტეინოვი, მწერალი ანტონ სტაშიმიროვი და მრავალი სხვა. გაზეთებმა მირმა და სლოვომ“ დაგმეს კომიტეტის საქმიანობა და დაადანაშაულეს იგი გერმანიის საშინაო საქმეებში ჩარევაში. 1933 წლის 3 ივლისს კარაველოვამ და სტრაშიმიროვმა წაიკითხეს ლექციები კომიტეტის სხდომაზე.

გარდაცვალება

რედაქტირება

1936 წელს ასენ ზლატაროვმა ზედიზედ ორი ოპერაცია გაიკეთა ვენის საავადმყოფოში, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და 1936 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 http://haskovo-online.com/content/view/13/7/lang,
  3. Дренкова, Фани. Като антична трагедия. Съдбата на Екатерина Каравелова и нейното семейство в писма, дневници, фотографии. София, издателство – Наука и изкуство, 1984. с. 517. (ბულგ. )
  4. Bълканов, Вълкан. Морска история на България. София, „Албатрос“, 2000. ISBN 954-751-008-8. с. 128.
  5. Груев, Михаил. Преорани слогове. Колективизация и социална промяна в Българския северозапад 40-те – 50-те години на XX век. София, Сиела, 2009. ISBN 978-954-28-0450-5. с. 48.
  6. haskovo-online.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-01. ციტირების თარიღი: 2024-03-25.