ასათ II გრიგოლისძე
(გადამისამართდა გვერდიდან ასათ გრიგოლისძე (ერისთავი))
ასათ გრიგოლისძე — ჰერეთის ერისთავი XII საუკუნის 80-იან წლებში. ერისთავობა წაართვა საღირ კოლონკელიძეს.
ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს ასათ გრიგოლისძე თამარის მომხრეთა ბანაკში იმყოფებოდა. 1186-1187 წლებში „არიშინის ადგილის“ მფლობელი ანუ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე იყო. გრიგოლისძის ინიციატივით მოეწყო „დიდი და სასახელო“ ლაშქრობა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ რანსა (ბელაქანი) და არაქსის აუზში. შემდგომში ასათმა მეფისაგან ერისთავობა თავის ძის, გრიგოლისათვის გამოითხოვა, თვითონ კი საარიშიანოს მონაპირეობა მიიღო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1989.
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 368-369.
- მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.
- კლდიაშვილი დ., ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2017, გვ. 184.