არჯევანი
მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ საზღვარზე
არჯევანი[1] — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორისა და ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე თეძმის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2757 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. არჯევანის კალთები შემოსილია (მცირედ) ალპური და სუბალპური მდელოებით. უფრო ქვევით წიფლის ტყეა.
არჯევანი | |
---|---|
არჯევანის ხედი (ცენტრში) წალკის წყალსაცავიდან | |
კოორდინატები: 41°44′46″ ჩ. გ. 43°57′02″ ა. გ. / 41.74611° ჩ. გ. 43.95056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გორის მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2757 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 222.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.