არცვიკი
არცვიკ არუთუნიანი (სომხ. Արծվիկ Հարությունյան ɑɾtsˈvik hɑɾutʰjunˈjɑn; რუს. Арцвик Арутюнян; დ. 21 ოქტომბერი, 1984), უფრო მეტად ცნობილი როგორც არცვიკი — სომეხი-რუსი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 2017 წელს წარადგინა სომხეთი ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Fly with Me“ („იფრინე ჩემთან ერთად“). დაიკავა მე-18 ადგილი.[1][2]
არცვიკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 1984 (40 წლის) |
დაბ. ადგილი | კაპანი |
არცვიკი ვიკისაწყობში |
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაარცვიკი დაიბადა 1984 წლის 21 ოქტომბერს კაპანში. როდესაც არცვიკი 5 წლის იყო ოჯახმა დატოვა სომხეთი და ისიც საცხოვრებლად ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ არცვიკი სწავლობდა ლოგოპედიას მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. [3] 2012 წელს არცვიკი გახდა პროექტის „ჯაზ პარკინგი“ წევრი. ბავშვობიდან არცვიკის მუსიკალურმა შესაძლებლობებმა გამოიწვია გარშემომყოფთა გაკვირვება და აღტაცება. თუმცა, გადამწყვეტი მომენტი იმის გაცნობიერებაში, რომ მისი მომავალი აუცილებლად იქნება დაკავშირებული მუსიკასთან არის 1992 წლის ფილმი „The Bodyguard“ და უიტნი ჰიუსტონის შემოქმედების გაცნობა.
მიუხედავად ამისა მან მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ იპოვა გამბედაობა, რომ სცადოს თავისი ძალა მუსიკალურ სფეროში.
2013: Golos
რედაქტირება2013 წელს არცვიკი იყო გადაცემა „The Voice“-ს რუსულ ვერსიაში „Golos“. არცვიკი ამ პერიოდში იყო პელაგაევას გუნდის წევრი. არცვიკი შეჯიბრს ბრძოლის რაუნდში გამოეთიშა.
2016–დღემდე: ევროვიზია 2017
რედაქტირებაიმის მიუხედავად, რომ არცვიკი ყოველთვის ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირებს თავის სამშობლოსთან, სწორედ 2016 წელს გადაწყვიტა სომხეთში დაბრუნება და გახდა პირველი არხის პროექტ , „Depi Evratesil“-ის კონკურსანტი. 2016 წელს არცვიკი იყო „Depi Evratesil“-ის მონაწილე. ამ კონკურსის მიზანი იყო შეერჩიათ სომხეთის წარმომადგენელი 2017 წლის ევროვიზიის კონკურსზე რომელიც კიევში, უკრაინაში გაიმართა.[4][5] შოუს დროს იყო ესაი ალტუნიანის გუნდის წევრი.[6] 2016 წლის 24 დეკემბერს მან მოიგო შესარჩევი კონკურსი და 2017 წლის ევროვიზიაზე წარადგინა სომხეთი სიმღერით „Fly with Me“ („იფრინე ჩემთან ერთად“).[7] სიმღერისა და მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია არტურ მანუკიანი.[8] მისმა სინგლმა ნორვეგიაში iTunes-ზე 172-ე ადგილი დაიკავა. ევროვიზიის ნახევარ-ფინალში მიიღო 152 ქულა და დაიკავა მე-7 ადგილი. ფინალში კი არცვიკმა მიიღო 79 ქულა და დაიკავა მე-18 ადგილი.
სინგლები
რედაქტირება- 2014 — „No Fear“
- 2014 — „Why“
- 2015 — „Сестра по духу“ (დუეტი მარგარიტა პოზოიანთან ერთად)
- 2015 — „I Say Yes“
- 2017 — „Fly With Me“
- 2017 — „Mna Du“
ვიდეოკლიპები
რედაქტირება- 2015 — „Сестра по духу“ (დუეტი მარგარიტა პოზოიანთან ერთად)
- 2017 — „Fly With Me“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Granger, Anthony. (24 December 2016) Armenia: Artsvik will represent Armenia at Eurovision 2017. Eurovoix.
- ↑ Granger, Anthony. (10 February 2017) Armenia: Artsvik's song selection begins in Yerevan. Eurovoix.
- ↑ Armenia's representative at the Eurovision Song Contest 2017. Eurovision Armenia. ციტირების თარიღი: 15 January 2018
- ↑ Brey, Marco. Armenia launches ambitious search for Eurovision 2017 act. European Broadcasting Union (1 July 2016). ციტირების თარიღი: 4 July 2016
- ↑ Armenia unveils 'Dream Team' for 2017. European Broadcasting Union (22 August 2016). ციტირების თარიღი: 31 August 2016
- ↑ wiwibloggs (11 December 2016). „DEPI EVRATESIL: LUCY AND VAHE ELIMINATED IN FIRST LIVE SHOW“. wiwibloggs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2017. ციტირების თარიღი: 18 December 2016.
- ↑ Granger, Anthony. (24 December 2016) Armenia: Artsvik will represent Armenia at Eurovision 2017. Eurovoix.
- ↑ The official music video of Sevak Khanagyan's "Qami" is out now!.