არჩილ ქურდიანის ქუჩა
არჩილ ქურდიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს დიდუბის რაიონში (დიდუბე); ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც გლდანის ქუჩა. 1990 წელს არჩილ ქურდიანის სახელი ეწოდა.
არჩილ ქურდიანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | დიდუბის რაიონი |
ისტორიული რაიონი | დიდუბე |
წინა სახელები | გლდანის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 181, ISBN 978-99928-20-35-3.