არჩილ მოწონელიძე (დ. 25 ივლისი, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2007–2008 წლებში ეკავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პოსტი. მშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო შრომა და ერთი სახელმძღვანელო, „მშენებლობის მენეჯმენტი“. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელით (2005 წელი). ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

1962 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. ამავე წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტის, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობაზე. დაამთავრა 1968 წელს. 1971 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე. 1973 წელს ტექნიკის მეცნიერებათ კანდიდატის, ხოლო 1986 წელს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება