არყალა
არყალა, არყლისხევი, ვეძათხევი — პატარა მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.
არყალის ძირითად ტოტს სათავე აქვს ალევის მთებში, მიერთვის არაგვს (ჟინვალის წყალსაცავს) ანანურის ციხესთან. სოფელ ვეძათხევთან მას უერთდება ალევის მთებიდან მომავალი მეორე ტოტი — ჭალახევი. არყალა ხასიათდება მნიშვნელოვანი ღვარცოფული მოვლენებით.
სახელწოდება არყნარს უნდა უკავშირდებოდეს (მსგავსი ჰიდრონიმი „არყნალისხევი“ გვხვდება ქვემო ქართლში). ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII საუკუნე) მოხსენიებული აქვს „ვეძათხევისხევის“ სახელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბედოშვილი გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, წგ. I, თბ., 2002. — გვ. 53-55.