არქტიკულ-ალპური მცენარეები

არქტიკულ-ალპური მცენარეები, არქტიკული მთის მცენარეებიმცენარეების ბოტანიკურ-გეოგრაფიული ჯგუფი, რომელიც გავრცელებულია, ერთი მხრით, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკულ ნაწილში, მეორე მხრით — უფრო სამხრეთით მდებარე მთების ალპურ ზონაში.

გენეზისურად არქტიკულ-ალპური მცენარეები ორნაირია: მცენარე ან არქტიკულიწარმოშობისაა და შემდგომი მიგრაციით გავბრცელებულია სამხრეთ მთებში (მაგ., ქონდარა ბაია ლათ. Ranunculus pygmaeus გვხვდება ევრაზიულ არქტიკაში და ამავე დროს კარპატებსა და შვეიცარიის ალპებში), ან მისი წარმოშობის კერა სამხრეთ მთებშია, ხოლო თანამედროვე არეალი — არქტიკაში (მაგ., ფხიჯა - ლათ. Saxifraga oppositifolia გვხვდება როგორც ჰიმალაისა და შუა აზიის მთებში, ისე ევრაზიისა და ჩრდილოეთ არქტიკაში). საქართველო მცენარეებიდან არქტიკულ-ალპურ გავრცელებისაა ალპური მაჟარა (ლათ. Thalictrum alpinum), საგვიანო ლოიდია (ლათ. Lloydia serotina) და სხვა. არქტიკულსა და ალპურ ფლორას შორის ბევრია მონათესავე, ე. წ. ვიკარული სახეობები, რაც აგრეთვე მათი ისტორიის მაჩვენებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება