არქიპელაგის ეროვნული პარკი
არქიპელაგის ეროვნული პარკი (ფინ. Saaristomeren kansallispuisto; შვედ. Skärgårdshavets nationalpark) ― ეროვნული პარკი სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში. დაარსდა 1983 წელს. პარკის ფართობი 500 კმ²-ია.[1][2] დიდი ნაწილი 1 კმ²-ზე ნაკლები ფართობის კუნძულებზე მდებარეობს. საერთო ჯამში ეროვნული პარკი 2 000-მდე კუნძულს მოიცავს, ხოლო კოოპერატიული ტერიტორიის კუნძულების რაოდენობა 8 400-მდე იზრდება. დიდი კუნძულები მეტწილად მაცხოვრებლების მფლობელობაშია. არქიპელაგის ეროვნული პარკი იუნესკოს ბიოსფერული ნაკრძალების ნაწილია და PAN Parks-ის ფონდის სერთიფიკატი 2007 წელს მიიღო.
პარკი არქიპელაგის ზღვის რეგიონის დიდ ნაწილს მოიცავს, ალანდის კუნძულების აღმოსავლეთით და მთავარი კუნძულების: კორპოს, ნაგუს, პარგასისა და კიმიტოიონის სამხრეთით.[3] არქეიპელაგის ზღვის ბიოსფერული ნაკრძალი მოიცავს ეროვნული პარკის კოოპერატიულ ტერიტორიასა და აბოლანდის არქიპელაგის დარჩენილ კუნძულებს, სადამდეც მხოლოდ ნავითა და ბორნით შეიძლება მიღწევა.
არქიპელაგის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მიზანი ბუნების ლანდშაფტთან ერთად არქიპელაგის კულტურული ლანდშაფტის, როგორიცაა ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოყოფილი ტერიტორიები, დაცვაა. კოოპერატიული ტერიტორია ეროვნული პარკის მნიშვნელოვანი გაფართოებაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Miettinen, Mika 1996: Saaristomeren kansallispuiston eteläosan ja eteläisen Selkämeren pesimälinnusto 1993. - Metsähallitus, Vantaa. ISBN 951-53-0865-8 (ფინურად)
- Mietinen, Mika; Stjernberg, Torsten & Högmander, Jouko 1997: Breeding bird fauna in the Southwestern Archipelago National Park and in its cooperative area in the beginning of the 1970s and 1990s. - Metsähallitus. Vantaa. ISBN 951-53-1236-1 (ფინურად)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Archipelago National Park დაარქივებული July 16, 2014, საიტზე Wayback Machine.
- ↑ The National Park is regulated by these Finnish laws: Lag om Skärgårdshavets nationalpark (645/1982) and förordningen om Skärgårdshavets nationalpark (1123/1994) and the national park's rules and regulations
- ↑ Map of the cooperation area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-30. ციტირების თარიღი: 2023-08-17.