ვარსინაის-სუომი

(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ-დასავლეთი ფინეთი)

ვარსინაის-სუომი, იგივე ნამდვილი ფინეთი ან სამხრეთ-დასავლეთი ფინეთი (ფინ: Varsinais-Suomi, შვედ: Egentliga Finland) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბოტნიისა და ფინეთის ყურეების სანაპიროზე. წარსულში, მხოლოდ ამ რეგიონს ეწოდებოდა ფინეთი, რომელიც შემდეგ მთელს ქვეყანაზე გავრცელდა. ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონებს - სატაკუნტას, კანტა-ჰიამეს და უუსიმაას. ფართობი შეადგენს 10 910.05 კმ²-ს, მოსახლეობა 461 100 ადამიანს (2009 წ.). მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ქალაქ ტურკუს აგლომერაციაში, შიდა ნაწილი კი სუსტადაა დასახლებული.

რეგიონი
ვარსინაის-სუომი
Varsinais-Suomi
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
ადმ. ცენტრი ტურკუ
კოორდინატები 60°30′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. / 60.50000° ჩ. გ. 22.75000° ა. გ. / 60.50000; 22.75000
ფართობი 10 910.05 ათ. კმ²
მოსახლეობა 461 100 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 42.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, აღმოსავლეთ ევროპული დრო და UTC+3
ოფიციალური საიტი varsinais-suomi.fi

რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტურკუს არქიპელაგი, რომლის სანაპიროც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დანაწევრებულია, ამავე დროს, შედგება ათასობით კუნძულისაგან.

ვარსინაის-სუომი 28 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, რომელთა შორის თერთმეტს ქალაქის სტატუსი გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ტურკუ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება