არქენუს კრატერები

არქენუს კრატერები (არაბ. أركينو) — ორი კრატერის სახელწოდება საჰარაში, ლიბიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დიამეტრი 10,3 და 6,8 კმ. მთა არქენუდან მდებარეობს დაახლოებით 70 კილომეტრში. აქვთ რგოლისებრი სტრუქტურული წარმონაქმნები, რომლებიც ძლიერ ეროზირებულია. 2003 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს ქანები, რომლებიც კრატერს ფარავენ, გარდა ამისა მიაკვლიეს დარტყმის შედეგად წარმოქმნილ კონუსური ფორმის ქვებს, რომელთა ასაკი შეადგენს 140 მლნ. წელს. ორივე კრატერი ხაზობრივი დიუნებით არის გადაკვეთილი, რომლებიც ფართოვდებიან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-დასავლეთისაკენ. სხვა შეხედულებით, მათი წარმოქმნა დაკავშირებულია ეროზიულ და ვულკანურ პროცესებთან.

არქენუს კრატერები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება