არუთინ საიათნოვას ქუჩა
არუთინ საიათნოვას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); გია აბესაძის ქუჩიდან გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია „მეშჩანსკაიას“ ქუჩის სახელწოდებით, თბილისის 1900 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კათოლიკეების შესახვევი. 1923 წელს არუთინ საიათნოვას სახელი ეწოდა. აქვს 2 ჩიხი.
არუთინ საიათნოვას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
უბანი | ქვემო უბანი |
წინა სახელები | „მეშჩანსკაიას“ ქუჩა, კათოლიკეების შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 153, ISBN 978-99928-20-35-3.