არტემ ბეროიანი
არტემ ბეროიანი (დ. 22 ივნისი, 1878, თბილისი — გ. იანვარი, 1963) — თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1934), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941).
არტემ ბეროიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1878 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | იანვარი, 1963 |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | მარიამ ბეროიანი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარტემ ბეროიანი დაიბადა თბილისში 1878 წლის 22 ივნისს. სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ლითონის სადნობ სახელოსნოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოში — დეპოში. პარალელურად მონაწილეობდა „ავჭალის“ აუდიტორიაში გამართულ წარმოდგენებში. 1898 წელს მონაწილეობა მიიღო ბაქოში მოწყობილ გაფიცვებში. 1899 წელს პირველად გამოვიდა ერთ-ერთ მთავარ როლში სპექტაკლში „მსხვერპლის ნაცვლად მსხვერპლი“. 1901 წელს მუშაობა დაიწყო სომხურ დრამატულ დასში. იგი საბჭოთა სომხური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1924 წელს მისი თაოსნობით ერევანში დაარსდა „რევოლუციური თეატრი“.
1925 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი იყო. ნათამაშები აქვს 400-ზე მეტი როლი, რომელთა შორის აღსანიშნავია: ზამბახოვი, ზიმზიმოვი, ფარსიღა (გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“, „პეპო“, „დაქცეული ოჯახი“), სატინი (მ. გორკის „ფსკერზე“), ანანია (გ. სუმბათაშვილის „ღალატი“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), ბაღდასარი (ვ. ფაფაზიანის „კლდე“), შტეფანი (ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“) და სხვა.
1935 წელს ითამაშა ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ კინოსტუდია „არმენფილმში“ გადაღებულ პირველ ხმოვან მხატვრულ ფილმში „პეპო“.