მარიამ ბეროიანი (დ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 27 იანვარი], 1892 ან 1894[1], თბილისი — გ. 22 ივლისი, 1960) — მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1946), საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატი.

მარიამ ბეროიანი
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1892
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1960 (68 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) არტემ ბეროიანი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

1913 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში. 1922 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში. ასრულებდა სახასიათო, დრამატულ და კომედიურ როლებს. განსაკუთრებული წარმატებით ითამაშა გაბრიელ სუნდუკიანის (სალომე — „დაქცეული ოჯახი“, ხამფერა — „ხათაბალა“), ალექსანდრე შირვანზადეს (შპანიკი — „ნამუსი“, ზარნიშანი — „ავი სული“) პიესებში. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება