არსესი
არტაქსერქსე IV არსესი (სპარს. اردشيرچهارم) — სპარსეთის მეფე ძვ.წ. 338 წლიდან ძვ.წ. 336 წლამდე. იგი არტაქსერქსე III-ისა და ატოსას უმცროსი ვაჟი იყო, რის გამოც სპარსეთის ტახტზე მისი ასვლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სპარსეთის ერთ-ერთი ძლიერი ვეზირის ბაგოის მიერ, არტაქსერქსე III-ისა და ოჯახის წევრების დიდი ნაწილის მოკვლის შემდეგ, ძვ.წ. 338 წელს არტაქსერქსე IV სპარსეთის სამეფო ტახტზე ავიდა. ბაგოიმ გადაწყვიტა არტაქსერქსე III მისი ვაჟით არსესით (არტაქსერქსე IV-ით) ჩაენაცვლებინა, ბაგოი ფიქრობდა, რომ არტაქსერქსე IV-ის კონტროლი უფრო ადვილი იქნებოდა. ორი წლის მანძილზე არსესი როგორც მარიონეტი შაჰი ისე მეფობდა, ამ დროს კი რეალური ძალაუფლება ბაგოის ხელში იყო. საბოლოოდ, ამ მდგომარეობით უკმაყოფილო და სავარაუდოდ სპარსეთის სამეფო ტახტის დიდებულთა გავლენის ქვეშაც მოქცეულმა არსესმა ბაგოის მკვლელობის დაგეგმვა დაიწყო. ვეზირმა ბაგოიმ კვლავ პირველმა იმოქმედა და საკუთარი თავის დაცვის მიზნით არსესი მოწამლა. ბაგოიმ არტაქსერქსე IV-ის მოწამლვის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ბიძაშვილი დარიოს III აიყვანა. არსესის ხანმოკლე მეფობის დროს სპარსეთის მთავარი პრობლემა დასავლეთის საზღვარზე მაკედონელთა საომარი მოქმედებები იყო, რომელთაც ფილიპე II მაკედონელი და ალექსანდრე III მაკედონელი მეთაურობდნენ. ბერძნულ წყაროებში იგი მოხსენიებულია, როგორც არსესი, სავარაუდოდ ეს მისი ნამდვილი სახელი იყო, თუმცა წყაროებში ასევე იხსენიებენ როგორც, არტაქსერქსე IV, რაც სავარაუდოდ მისი სამეფო სახელი იყო.
არტაქსერქსე IV | |
---|---|
არსეს სპარსელი | |
სპარსეთის დიდი შაჰი, მეფეთ-მეფე და ეგვიპტის ფარაონი | |
მეფობა | ძვ.წ. 338 – 336 წწ. (XXXI დინასტია) |
წინამორბედი | არტაქსერქსე III |
მემკვიდრე | დარიოს III |
მამა | არტაქსერქსე III |
დედა | ატოსა |
გარდ. თარიღი | ძვ.წ. 336 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაარსესი დაიბადა: ?? გარდაიცვალა: 336 BC
| ||
წინამორბედი: არტაქსერქსე III |
სპარსეთის დიდი შაჰი, მეფეთ-მეფე ძვ.წ. 338 – 336 წწ. |
შემდეგი: დარიოს III |
წინამორბედი: არტაქსერქსე III |
ეგვიპტის ფარაონი XXXI დინასტია ძვ.წ. 338 – 336 წწ. |
შემდეგი: დარიოს III |