არნოლდ ჰენრი გაიოტი

შვეიცარიაში დაბადებული ამერიკელი გეოლოგი და გეოგრაფი

არნოლდ ჰენრი გაიოტი ან [გიუიო] (ინგლ. Arnold Henry Guyot; დ. 28 სექტემბერი, 1807 — გ. 8 თებერვალი, 1884) — შვეიცარიაში დაბადებული ამერიკელი გეოლოგი და გეოგრაფი. პირველმა მიაქცია ყურადღება შვეიცარიის მყინვარების ფენობრივ აგებულებას, საფუძვლიანად შეისწავლა ისინი და მოახდინა მრავალი აღმოჩენა ამ მიმართულებით. მისი ფართო მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ამინდის ბიუროს. სწავლობდა ნევშატელის კოლეჯში და გერმანიაში. 1835-1840 წლებში ასწავლიდა ქალაქ პარიზში.

არნოლდ ჰენრი გაიოტი
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1807(1807-09-28)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბუდევილიერსი[4]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1884(1884-02-08)[1] [2] [3] [4] (76 წლის)
გარდ. ადგილი პრინსტონი[4]
დასაფლავებულია პრინსტონის სასაფლაო[5]
მოქალაქეობა აშშ
 შვეიცარია
საქმიანობა გეოლოგი, გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი[6] , პალეონტოლოგი[6] და მეტეოროლოგი[6]
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

1839 წელს ნევშტელის აკადემიაში გახდა ისტორიისა და ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი. 1838 წელს ცნობილი ნატურალისტის ლუი აგასისის გავლენით დაიწყო მყინვარების სტრუქტურისა და მოძრაობის შესწავლა. 1848 წელს დასახლდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში, და 1854 წლამდე იქვე კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიასა და სწავლების მეთოდიკაში. 1854 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში გახდა გეოლოგიისა და ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი. გეოგრაფიაში არაერთი სახელმძღვანელოს ავტორია.

გაიოტმა შეიმუშავა აპალაჩების ტოპოგრაფიული რუკები. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „დედამიწა და ადამიანი“ (1849). გაიოტის სახელობისაა მყინვარი ალასკაში, მთა გრეიტ-სმოკი-მაუნტინსის ქედზე, აგრეთვე ვულკანური წყალქვეშა მთები გაიოტი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 www.accademiadellescienze.it
  5. Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 6.2 Biodiversity Heritage Library — 2006.