არმენ გარო
გარეგინ პასტერმადჯიანი უკეთ ცნობილი როგორც გარმენ გარო (Արմէն Գարօ; დ. 9 თებერვალი, 1872; — გ. 23 მარტი, 1923) —სომეხი აქტივისტი და პოლიტიკოსი, სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წამყვანი წევრი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1896 წელს ოსმალეთის ბანკის ოკუპაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918 წლიდან 1920 წლამდე იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის რესპუბლიკის პირველი ელჩი.
არმენ გარო | |
---|---|
დაიბადა | 9 თებერვალი, 1872 ერზრუმი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 23 მარტი, 1923 (51 წლის) ჟენევა, შვეიცარია |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, აქტივისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაგარეკინ პასტერმაჯიანი დაიბადა კარინში (ახლანდელი ერზურუმის პროვინცია ), 1972 წლის 9 თებერვალს. დაწყებითი განათლება მიიღო სანასარიან კოლეჯში (სანასარიან ვარჯარანის აკადემია) და 1981 წელს გახდა კოლეჯის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული. მოგვიანებით, 1894 წელს, მან სწავლა საფრანგეთში განაგრძო, სწავლობდა ნენსი-უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სოფლის მეურნეობას. ამ პერიოდში იგი გაეცნო სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას.
1895 ზეითუნის წინააღმდეგობა
რედაქტირებასწავლის დამთავრების შემდეგ თავის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა კონფლიქტის, ზეითუნის ხოცვა-ჟლეტის დროს მისი გეგმები შეიცვალა. მან სწავლა მიატოვა, რათა დახმარებოდა ზეითუნში მყოფ თანამემამულეებს. მალევე ჟენევაში აღმოჩნდა, სადაც მეგობრებთან ერთად აქტივისტი გახდა. იგი თავდაპირველად გაიგზავნა ეგვიპტეში. სარქის სრენცთან, ჰაიგ ტირიაკიანთან და მაქს ზევრუზთან ერთად მან დატოვა ეგვიპტე და დაბრუნდა ოსმალეთის იმპერიაში, რათა მონაწილეობა მიეღო დაშნაკცუთიუნის ფედერაციაში. სწორედ ამ დროს გარეკინ პასტერმაჯიანმა პირველად მიიღო ზედმეტსახელი არმენ გარო.
სამაგისტრო სწავლება, 1897-1900 წლები
რედაქტირებაამ მოვლენების შემდეგ გარეკინ პასტერმაჯიანი დაბრუნდა ევროპაში დაუსრულებელი სწავლის გასაგრძელებლად. არმენ გარო შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის უნივერსიტეტში შეისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
სწავლის პერიოდში მან სომხეთის რევოლუციურ ფედერაციასთან განაგრძო ურთიერთობა. იგი 1898 წელს იყო მეორე არმიის ოლქის გენერალური კონფერენციის დელეგატთა სიაში. ახალგაზრდობის მიუხედავად, მან მოიპოვა ნდობა და ავტორიტეტი სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წამყვან წრეებში. 1900 წელს მან დაასრულა კურსები ჟენევის უნივერსიტეტში და მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკურ ქიმიაში. 1901 წელს მან დააფუძნა ლაბორატორია ტფილისში, რომელიც განკუთვნილი იყო ქიმიური კვლევებისათვის.
სომხურ-თათრული ხოცვა, 1905-1907 წლები
რედაქტირებასომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტის დროს, 1905-1907 წლებში დაშნაკცუთიუნი მონაწილეობდა შეიარაღებულ საქმიანობაში. [1] არმენ გარომ თბილისში სომხების დაცვის ორგანიზებაზე იზრუნა . [2] [3] მან და ხუთასმა მოხალისემ შეძლეს მშვიდობის უზრუნველყოფა ამიერკავკასიის დედაქალაქში.
პირველი მსოფლიო ომი
რედაქტირება1914 წლის შემოდგომაზე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე თვენახევარი ადრე, არმენ გარო კავკასიაში სპეციალური მისიით გაემგზავრა და შეუერთდა კომიტეტს, რომელიც დანიშნული იყო კავკასიის სომხეთის ეროვნული საბჭოს მიერ. მას დაევალა სომხეთის მოხალისეთა დანაყოფების ორგანიზება.
1914 წლის ნოემბერში იგი თან ახლდა სომეხი მოხალისეების მეორე ბატალიონს, როგორც ტფილისის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი. [4]
14 ნოემბერს, ბერგმანის შეტევაზე, სომეხი მოხალისეების მეორე ბატალიონმა ბაიაზდის მახლობლად პირველი ბრძოლა გამართა. სისხლისმღვრელი ბრძოლის მსვლელობისას, რომელიც ოცდაოთხი საათი გაგრძელდა, ბატალიონის მეთაური მძიმედ დაიჭრა და არმენ გარო იძულებული გახდა დაუყოვნებლივ დაეკავებინა მისი ადგილი. [5] იმ დღიდან მომდევნო წლის მარტამდე, იგი ამ ბატალიონის მეთაურად დარჩა, რომელთან ერთადაც 11 ბრძოლა გამართა, სანამ ბატალიონის მეთაური გამოჯანმრთელდებოდა.
1915 წლის ზაფხულში ის გაემგზავრა ვანში. ხეთჩო (კაჩიკი), მისი თანაშემწე, გარდაიცვალა ვანის ტბის სანაპიროზე 1915 წლის ივლისში.
1917 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის რევოლუციამ კავკასია თავდაყირა დააყენა, არმენ გარო და დოქტორი ჰაკობ ზავრიევი კავკასიიდან პეტროგრადში გაგზავნეს, რუსეთის დროებით მთავრობასთან მოსალაპარაკებლად.
ის გაემგზავრა ამერიკაში 1917 წლის ივნისში, როგორც ტფილისის სომხური ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი. ვაშინგტონში, აშშ-ში გახდა სომხეთის პირველი რესპუბლიკის ელჩი.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Tadeusz Swietochowski. Russian Azerbaijan, 1905–1920. The Shaping of a National Identity in a Muslim Community. Cambridge, cambridge University Press, 1985. р.41
- ↑ Kaligian, Dikran Mesrob (2011) Armenian organization and ideology under Ottoman rule, 1908-1914, Rev., New Brunswick, NJ: Transaction, გვ. 38. ISBN 978-1412848343. Kaligian, Dikran Mesrob (2011). Armenian organization and ideology under Ottoman rule, 1908-1914 (Rev. ed.). New Brunswick, NJ: Transaction. p. 38. ISBN 978-1412848343.
- ↑ Tasnapetean, Hrach (1990) History of the Armenian Revolutionary Federation, Dashnaktsutiun, 1890-1924. Oemme Edizioni. Tasnapetean, Hrach (1990). History of the Armenian Revolutionary Federation, Dashnaktsutiun, 1890-1924 (PDF). Oemme Edizioni. pp. 204–5. Archived from the original (PDF) on 2013-09-03.
- ↑ Derogy, Jacques (31 December 2011). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 Massacres and Deportations. ISBN 9781412833165. Derogy, Jacques (31 December 2011). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 Massacres and Deportations. ISBN 9781412833165.
- ↑ Chelebian, author, Antrang Chalabian ; translated from Armenian by Jack (2009) Dro (Drastamat Kanayan) : Armenia's first defense minister of the modern era. Indo-European Pub..