არმაზი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
არმაზი[1] — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1320 მ., ახალგორიდან 14 კმ. სოფლის სახელწოდება ქართველთა წარმართულ ღვთაება არმაზს უნდა უკავშირდებოდეს. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. არმაზიდან 2 კმ-ზე აღმოჩნდა ყანჩავეთის სამარხი (ადრინდელი ანტიკური ხანა). სოფელთან დგას 864 წელს აშენებული წმ. გიორგის ეკლესია ― არმაზი ქსნისა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში არმაზი შედიოდა ქსნისხევში, გვიანდელ ფეოდალურ ხანაში კი საამილახოროში. 1459 წ. იხსენიება, როგორც სამთავნელის ეპარქიაში შემავალი სოფელი.
ლიტერატურა რედაქტირება
- არმაზი ქსნის, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. I., თბ., 1975 წ., გვ. 575 - 576
- საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბ., 2005 წ., გვ. 96
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.