ართურ ჰოლმზი
ბრიტანელი გეოლოგი და პეტროგრაფი
ართურ ჰოლმზი (ინგლ. Arthur Holmes; დ. 14 იანვარი 1890 — გ. 20 სექტემბერი 1965) — ბრიტანელი გეოლოგი და პეტროგრაფი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1942). 1909 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი. დარემისა (1927-1943) და ედინბურგის (1943 წლიდან) უნივერსიტეტების პროფესორი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ქანების აბსოლუტური ასაკის დადგენის თეორიას. ავტორია შრომებისა ფიზიკურ გეოლოგიაში და სხვა. შეიმუშავა ფანეროზოური ეონის პირველი გეოქრონოლოგიური სკალა (1947).
ართურ ჰოლმზი | |
---|---|
ინგლ. Arthur Holmes | |
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1890[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | გეიტსჰედი |
გარდ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1965[5] [1] [2] [3] [4] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | გეოფიზიკოსი და გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | დარემის უნივერსიტეტი და ედინბურგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლონდონის საიმპერიო კოლეჯი და Gateshead Grammar School |
მეუღლე | Doris Reynolds |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, მურჩისონის მედალი, პენროუზის მედალი[6] , ვეტლესენის პრემია, Makdougall Brisbane Prize და უოლასტონის მედალი[7] |
გავლენა მოახდინეს |
თხზულებები
რედაქტირება- The age of the Earth, L. — Edinb. — P., 1937;
- The nomenclature of petrology, 2 ed., L., 1928.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ართურ ჰოლმზი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ართურ ჰოლმზი დაარქივებული 2005-12-25 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ართურ ჰოლმზი (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 KNAW Past Members
- ↑ 3.0 3.1 Arthur HolmÈs / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 4.0 4.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ Холмс Артур // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Penrose Medalists — ამერიკის გეოლოგიური საზოგადოება.
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal