ართურ ნაპოლეონ რეიმონდ რობინსონი
ართურ ნაპოლეონ რეიმონდ რობინსონი (ინგლ. Arthur Napoleon Raymond Robinson; დ. 16 დეკემბერი, 1926 — გ. 9 აპრილი, 2014, პორტ-ოვ-სპეინი, ტრინიდადი და ტობაგო) — ტრინიდადი და ტობაგოს მესამე პრეზიდენტი 1997 წლის 19 მარტიდან 2003 წლის 17 მარტამდე.
ართურ ნაპოლეონ რეიმონდ რობინსონი | |
პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 მარტი, 1997 – 17 მარტი, 2003 | |
პრემიერ-მინისტრი | პატრიკ მანინგი, ბასდეო პანდეი |
წინამორბედი | ელის კლარკი |
მემკვიდრე | ჯორჯ მაქსველ რიჩარდსი |
პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 დეკემბერი, 1986 – 17 დეკემბერი, 1991 | |
პრეზიდენტი | ელის კლარკი, ნოორ ჰასანალი |
წინამორბედი | ჯორჯ ჩამბერსი |
მემკვიდრე | პატრიკ მანინგი |
დაბადებული | 16 დეკემბერი, 1926 კალდერ-ჰოლი, ტრინიდადი და ტობაგო |
გარდაცვლილი | 9 აპრილი, 2014 პორტ-ოვ-სპეინი, ტრინიდადი და ტობაგო |
მეუღლე | პატრიცია რობინსონი |
განათლება | ლონდონის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი |
რელიგია | მეთოდიზმი |
დაიბადა კალდერ-ჰოლში, ტობაგო, მისი მშობლები იყვნენ იზაბელა და ჯეიმზ რობინსონები[1]. დაამთავრა ლონდონისა (1949) და ოქსფორდის უნივერსიტეტები (1955). 1961 წლიდან იყო ტრინიდადი და ტობაგოს პარლამენტის დეპუტატი. იყო ქვეყნის პირველი ფინანსთა მინისტრი, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, 1986 წლის 18 დეკემბრიდან 1991 წლის 17 დეკემბრამდე იყო პრემიერ-მინისტრი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ira Mathur, "Memories of Mother Robinson", Trinidad Guardian, 20 March 1997.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2013.