ელის ემანუელ ინოსენტ კლარკი (ინგლ. Ellis Emmanuel Innocent Clarke; დ. 28 დეკემბერი 1917, პორტ-ოვ-სპეინი, ტრინიდადი და ტობაგო — გ. 30 დეკემბერი 2010, პორტ-ოვ-სპეინი, ტრინიდადი და ტობაგო) — ტრინიდადელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ტრინიდადი და ტობაგოს უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორი (1972-1976 წწ.) და პირველი პრეზიდენტი (1976-1987 წწ.).

ელის კლარკი
ელის კლარკი
ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 1976 – 19 მარტი, 1987
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრენურ ჰასანალი

ტრინიდადი და ტობაგოს გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 სექტემბერი, 1972 – 1 აგვისტო, 1976
წინამორბედისოლომონ ჰოჩოი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული28 დეკემბერი, 1917
პორტ-ოვ-სპეინი
გარდაცვლილი30 დეკემბერი, 2010
პორტ-ოვ-სპეინი, ტრინიდადი და ტობაგო
განათლებალონდონის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კოლეჯი სამართლის ბაკალავრის ხარისხით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაკავდა საადვოკატო პრაქტიკით. არის ტრინიდადის და ტობაგოს 1962 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი. 1954-1956 წლებში მთავარი პროკურორია, ხოლო შემვეგ კოლონიის საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1957-1962 წლებში ვესტ-ინდოეთის ფედერაციის გენერალური პროკურორია. 1962-1968 წლებში ტრინიდადი და ტობაგოს მუდმივი წარმომადგენელია გაეროში და ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. 1972-1973 წლებში კი ტრინიდადი და ტობაგოს გენერალ-გუბერნატორია.

1976 წელს ტრინიდადი და ტობაგო გახმოცხადდა რესპუბლიკად და კლარკი ამომრჩეველთა კოლეგიამ ერთახმად აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. 1987 წელს მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. თანამდებობიდან გადადგა 1987 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება