ტობაგო (კუნძული)
ტობაგო (ინგლ. Tobago) — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტრინიდადი და ტობაგოს სიდიდით მეორე კუნძული. ფართობი 300 კმ². კუნძულის სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვა tobacco-დან, რაც ქართულად თამბაქოს ნიშნავს.
მშობ. სახელი: ინგლ. Tobago | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | კოორდინატები: 11°10′58″ ჩ. გ. 60°44′14″ დ. გ. / 11.18278° ჩ. გ. 60.73722° დ. გ. |
ფართობი | 300 კმ² |
სიგრძე | 41 კმ |
სიგანე | 14 კმ |
უმაღლესი წერტილი | 576 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 60 874[1] (2011) |
სიმჭიდროვე | 202,91 /კმ² |
კუნძულის მთავარი ქედი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და წარმოადგენს ვენესუელის სანაპირო ქედის გაგრძელებას. ქედის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრია, იგი დასერილია მთის მდინარეთა ხეობებით. ტობაგოზე უნიკალური ბუნებაა, რომელიც რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული. მარადმწვანე ტყის საფარისა და საერთოდ ფლორის შესანარჩუნებლად შექმნილია უნიკალური ნაკრძალი „Buccoo Reef“.
ისტორია
რედაქტირებატრინიდადის მსგავსად, ტობაგოც კოლუმბმა აღმოაჩინა და კუნძული ესპანელებმა დაიკავეს. სხვა ახლო მდებარე კუნძულებისგან განსხვავებით, ამ კუნძულს კოლონიზაციის კვალი ნაკლებად დაეტყო. თუმცა XVII საუკუნეში ამ კუნძულისათვის იბრძოდნენ ინგლისელები, ფრანგები, ნიდერლანდელები და ასევე ძველი კურლანდიის საჰერცოგოც. 1704 წელს კუნძული გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად, თუმცა იმის მერე, რაც კუძულზე მეკობრეებმა თავიანთი ბაზა დააარსეს, აქ 1763 წელს ბრიტანეთმა ისევ აღადგინა კოლონიალური მმართველობა. 1888 წელს ტობაგო გაერთიანდა ტრინიდადთან, 1889 წელს შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო, ხოლო 1946 წელს გახდა თვითმმართველი ტერიტორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. 1960-იანი წლების დასაწყისში ტრინიდადმა და ტობაგომ მიიღეს დამოუკიდებელი შიდა თვითმმართველობის უფლება, ხოლო 1962 წელს მათ მიიღეს სრული დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tobago Hotel & Tourism Association
- Tobago House of Assembly
- WorldStatesmen - Trinidad and Tobago
- Government of the Republic of Trinidad and Tobago
- National Library and Information System Authority of Trinidad and Tobago დაარქივებული 2008-09-06 საიტზე Wayback Machine.
- Parishes of Tobago (map) დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
- Definitive Tourist Guide to Tobago
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Trinidad and Tobago 2011 Population and Housing Census Demographic Report. Trinidad and Tobago Central Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 May 2016.