არდა
არდა (ბულგ. Арда, თურქ. Arda, ბერძნ. Άρδας, Árdas) — მდინარე ბულგარეთის სამხრეთ და საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. შესართავი თურქეთშია. მდინარე მარიცას მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს როდოპის მთებში. სიგრძე 290 კმ, აუზის ფართობი 5,795 კმ². დიდი ჩამონადენი თებერვალ მარტშია. არდას ბულგარეთის მონაკვეთზე გაშენებულია სამი ჰიდროელექტროსადგური და საირიგაციო დამბები. სანაოსნოა ქვემო დინებაში. გამოიყოფა კარჯალის, სტუდენ კლადენეცისა და ივაილოვგრადის კაშხლები.
არდა | |
---|---|
მდინარე არდის ბულგარეთის მონაკვეთი | |
ქვეყანა | საბერძნეთი, ბულგარეთი, თურქეთი |
სათავე |
როდოპის მთები 41°25′48″ ჩ. გ. 24°36′34″ ა. გ. / 41.43000° ჩ. გ. 24.6097000° ა. გ. |
შესართავი |
მარიცა 41°39′37″ ჩ. გ. 26°29′37″ ა. გ. / 41.66028° ჩ. გ. 26.49361° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | თურქეთი |
სიგრძე | 290 კმ |
აუზის ფართობი | 5,795 კმ² |
არდის აუზი (წითლად მდინარე არდა, ლურჯად - მდინარე მარიცა) | |
— სათავე, — შესართავი | |
არდა ვიკისაწყობში |
არდის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები რუდოზემი, კირჯალი (ბულგარეთი).
2005 წლის 18 თებერვალსა და 1 და 7 მარტს დაფიქსირდა სამი მნიშვნელოვანი წყალდიდობა, რომელმაც ადგილობრივი რეგიონი ლაგუნად გადააქცია. წყლის ქვეშ მოექცა შენობების, საცხოვრებელი სახლების, გზებისა და სხვ. ობიექტების დიდი ნაწილი.
არდას პიკს სახელი ეწოდა (სამხრეთ შეტლანდის კუნძულები) მდინარე არდას მიხედვით.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Descriptif hydrographique de l'Arda sur le site Bluelin დაარქივებული 2004-11-14 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 558.