არგენტინა-სომხეთის ურთიერთობები
არგენტინა-სომხეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს არგენტინასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. არგენტინის საელჩო ერევანში მდებარეობს,[1] ხოლო სომხეთის საელჩო ბუენოს-აირესში ფუნქციონირებს.[2] ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი სომეხი არგენტინაში ცხოვრობს. სომეხი არგენტინელების რაოდენობა 120 000 ადამიანს ითვლის.
არგენტინა |
სომხეთი |
ისტორია
რედაქტირებაპირველად სომეხი მიგრანტები არგენტინაში 1892 წელს, უმეტესწილად ეგვიპტიდან და სირიიდან ჩავიდნენ.[3] პირველი მსოფლიო ომის დროს არგენტინაში რამდენიმე ათასი სომეხი ჩავიდა. ბევრი მათგანი სომხების გენოციდისგან თავის დასაღწევად გაემგზავრა არგენტინაში.[3] 1918 წლის მაისში სომხეთმა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა. 1920 წელს არგენტინამ სომხეტის დამოუკიდებლობა აღიარა და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.[4] 1920 წელს სომხეთში წითელი არმია შეიჭრა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა.
1991 წლის 26 დეკემბერს სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1992 წლის 17 იანვარს არგენტინასა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. იმავე წლის ივნისში სომხეთის პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა არგენტინაში.[5] 1993 წელს ბუენოს-აირესში სომხეთის საელჩო გაიხსნა. 1998 წელს არგენტინის პრეზიდენტი, კარლოს მენემი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთს.[6] 2009 წელს სომხეთში არგენტინის საელჩო გაიხსნა.[7]
1987 წლის სექტემბერს არგენტინის პრეზიდენტმა, რაულ ალფონსინმა სომეხ არგენტინელებთან მიმართვაში აღნიშნა, რომ იგი სომხების გენოციდს აღიარებდა.[8] 1995 წელს პრეზიდენტმა კარლოს მენემმა ვეტო დაადო სომხების გენოციდის აღიარების კანონს ვეტო დაადო.[9] 2007 წლის 11 იანვარს პრეზიდენტმა ნესტორ კირხნერმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც არგენტინამ ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი.[10]
უმაღლესი დონის ვიზიტები
რედაქტირება1998 წელს პრეზიდენტი კარლოს მენემი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთში. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რაფაელ ბიელსა და ხორხე ტაიანა სომხეთს შესაბამისად 2005 და 2010 წელს ეწვივნენ. ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდნენ არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი ამადო ბოუდოუ (2013) და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰექტორ ტიმერმანი (2012).[5] არგენტინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სომხეთის პრეზიდენტები: ლევონ ტერ-პეტროსიანი (1992), რობერტ ქოჩარიანი (2002) და სერჟ სარქისიანი (2014). არგენტინას ოფიციალური ვიზიტიტთ ეწვივნენ საგარეო საქმეთა მინისტებიც: ვაჰან პაპაზიანი (1994), ვარტან ოსკანიანი (2000) და ედუარდ ნალბანდიანი (2011).[5]
ორმხრივი ურთიერთობები
რედაქტირებაარგენტინასა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ორ ქვეყანას შორის არაერთ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი, მათ შორის: „შეთანხმება სომხეთსა და არგენტინას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (1992); „შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ (1993); „შეთანხმება ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (1994); „შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (1994); „შეთანხმება ატომური ენერგიის სამშვიდობო მიზნით გამოყენების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სფეროში“ (1998); „შეთანხმება კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (1998); „შეტანხმება ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (2002); „შეთანხმება რეგულარული პასპორტის მფლობელთატვის სავიზო მოთხოვნილებათა გაუქმების შესახებ“ (2011); „შეთანხმება სამუშაო პროგრამებთან დაკავშირებით“ (2014) და „შეთანხმება ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (2014).[5]
ვაჭრობა
რედაქტირება2018 წელს არგენტინასა და სომხეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 9.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.[5] არგენტინიდან სომხეთში ძირითადად ხორცის, შაქრისა და თამბაქოს, ხოლო სომხეთიდან არგენტინაში ძირითადად ქსოვილების ექსპორტი ხდება. არგენტინა სომხეთისთვის მეხუთე უდიდესი უცხოელი ინვესტორია.[11]
სომეხი არგენტინელები
რედაქტირებასომეხი არგენტინელების თემი ერთ-ერთი უდიდესი სომხური დიასპორაა. მათი რაოდენობა 135 000 ადამიანს უტოლდება.[12] ბუენოს-აირესში სომხური თემი ახლოსაა ბასკების თემთან. სომეხი არგენტინელები ეკლესიის, სკოლისა და ოჯახის ინსტიტუტების მეშვეობით თავიანთ იდენტობას ინარჩუნებენ.[13] ბუენოს-აირესში ფინანსური კრიზისის გადალახვის შემდეგ, 1938 წელს პირველი სომხური ტაძარი აშენდა.[14] დღეისთვის არგენტინაში 9 სომხური ტაძარია.[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Embassy of Argentina in Yerevan
- ↑ Embassy of Armenia in Buenos Aires
- ↑ 3.0 3.1 La comunidad armenia de la Argentina (in Spanish)
- ↑ Argentina y Armenia: relaciones que florecen entre naciones y Estados (in Spanish)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Bilateral relations Armenia-Argentina
- ↑ Menem cerró su gira con una visita de 16 horas a Armenia (in Spanish)
- ↑ La presidenta Cristina Fernández de Kirchner firmó el decreto de creación de la embajada argentina en Ereván (in Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2017-07-31
- ↑ 10 años de la ley argentina que reconoce el Genocidio Armenio (in Spanish)
- ↑ El Congreso Nacional conmemoró los 10 años de la ley de reconocimiento del Genocidio Armenio (in Spanish)
- ↑ Homenajean a Néstor Kirchner por la ley de reconocimiento del Genocidio Armenio (in Spanish)
- ↑ Argentina, entre los países que más invierten en Armenia (in Spanish)
- ↑ ArmenianDiaspora website დაარქივებული 2013-05-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Herzig, Edmund (2005). The Armenians: Past And Present In The Making Of National Identity, გვ. 139. ISBN 9780203004937.
- ↑ Hekimian, Kim (1990). „Armenian Immigration to Argentina: 1909-1938“. Armenian Review. 43 (1): 85–113.
- ↑ All Armenian Churches around the World. Embassy of Armenia to the United States of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2012. ციტირების თარიღი: 5 March 2013.