არბოს საცხოვრებელი სახლი
არბოს საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, წმ. გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთით, აგებულია XX საუკუნის დასაწყისში არქიტექორ სიმონ კლდიაშვილის მიერ სახლი ი. მიქარაშვილს ეკუთვნოდა.
საცხოვრებელი სახლი (17,4X16,6 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ზედა სართულის ჩრდილოეთის აივანი, ქვედა სართულის აივნის მნიშვნელოვანი ნაწილი; სამხრეთის აივნების ჭვირულორნამენტიანი მოაჯირები შეცვლილია მთლიანი ხის მოაჯირით; დაზიანებულია სახლის სახურავიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა, პირველი სართულის აივნიდან. აივანს შუაში ქვის კიბე აქვს პირველ სართულზე 6 მომიჯნავე ოთახია — 3 სამხრეთით, 3 ჩრდილოეთით. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე საცხოვრებელ სახლს ხის ღია აივანი ჰქონდა მიშენებული. მეორე სართულზე ასასვლელი ამ აივნიდან იყო. მეორე სართული, პირველთან შედარებით, ვიწროა. აქ ორი თითქმის თანაბარი ოთახია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია განიერი კარით. სახლს აქვს სარდაფი რომელშიც წვრილად მხარის მარანია საწნახლითა და ქვევრებით. მარნის კედლებში თაღოვანი და სწორკუთხა ღრმა ნიშებია. სარდაფის სამხრეთ ნაწილიც სამეურნეო დანიშნულებისაა. სარდაფში ჩასასვლელი საცხოვრებელი სახლი ჩრდილოეთ ნაწილშია. სახლის ფასადებიდან გამორჩეულია სამხრეთის ფასადი. მისი ქვედა ნაწილი განიერია, მეორე სართულზე გადასვლა ხდება პირველი სართულის ცალფერდა სახურავებით. მეორე სართულის სახურავი ორფერდაა.ფასადზე სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი სარტყელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 44.