არაქი (სპარს. اراک) — ქალაქი ირანში, მარკაზის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 526,182 კაცი.[1] სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია მთებით. ქალაქი საშუალოდ ზღვის დონიდან 1750 მ-ზე მდებარეობს. დედაქალაქ თეირანიდან დაშორებულია 260 კმ-ში, სიახლოვეს მდებარეობს ქალაქები ყუმი და ისპაანი. დამახასიათებელია კონტინენტური კლიმატი. ქალაქის ჩრდილოეთით არის არაქის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 1938 წელს გაიხსნა და არის ირანის ერთ-ერთ უძველესი აეროპორტი.

ქალაქი
არაქი
اراک
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
კოორდინატები 34°04′48″ ჩ. გ. 49°42′00″ ა. გ. / 34.08000° ჩ. გ. 49.70000° ა. გ. / 34.08000; 49.70000
დაარსდა 1808
ფართობი 686 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1718
ოფიციალური ენა სპარსული ენა
მოსახლეობა 526,182 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 0861
ოფიციალური საიტი arak.ir
არაქი — ირანი
არაქი