არალსორი
არალსორი (ყაზახ. Аралсор) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთში, დასავლეთ ყაზახეთის ოლქში. მდებარეობს კასპიისპირა დაბლობზე, რინის უდაბნოს ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1.6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 124.1 კმ². სიგრძე 34.3 კმ, სიგანე 13 კმ.[1] აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ნიჩბისებრ-ნალისებრი მოყვანილობა აქვს.[2] დამახასიათებელია ციცაბო და ფლატოვანი ნაპირები, რომელთა სიმაღლე ადგილ-ადგილ 6–7 მ აღწევს. მუდმივი წყლის ზედაპირი არ აქვს.[3]
არალსორი | |
---|---|
სკს-ის არალსორის სურათი 2019 წელს | |
კოორდინატები: 49°04′28″ ჩ. გ. 48°10′58″ ა. გ. / 49.07444° ჩ. გ. 48.18278° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
ტერიტორიული ერთეული | დასავლეთ ყაზახეთის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1.6 მ |
სიგრძე | 34.3 კმ |
სიგანე | 13 კმ |
ფართობი | 124.1 კმ² |
არალსორი გაზაფხულზე ივსება მდნარი წყლითა და მდინარე აშჩიოზექის ჩამონადენით, ხოლო ზაფხულში მთლიანად შრება და მის ადგილას რჩება მხოლოდ მცირე გადამეტტენიანებული უბნები. ტბა არსებითად ვეებერთელა მცენარეთა ხელშემშლელ მლაშობს წარმოადგენს.[3]
არალსორის გენეზისი დაკავშირებულია მარილ-გუმბათოვან ტექტონიკასთან. ტბის ირგვლივ მარილშემცველი ტალახია. გვხვდება ჰალოფიტები. ტბაში იმდენი მარილია, რომ გაშრობის დროს იგი თოვლიან ადგილს ემსგავსება. განვითარებულია მარილის მოპოვება. ტბის ტალახი სამკურნალოა.[3]
1968 წელს ტბის რაიონში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძიების მიზნით სსრკ-ში ერთ-ერთი პირველი ზეღრმა ჭაბურღილი გაიბურღა 7000 მ სიღრმეზე.[4]
არის ბუნებრივი აირის გამოსასვლელები (აირიანი და აირწყლიანი ბუნებრივი წყაროები).[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Географиялық энциклопедия. Алматы: «Қазақ энциклопедиясы», 2011. 648 бет.
- ↑ С.Г. Агаджанов. Очерки истории огузов и туркмен Средней Азии IX–XIII вв. Ашхабад, 1969
- ↑ 3.0 3.1 3.2 Снежный покров Аралсора | Приуралье. Газета Приуралье
- ↑ Реферативный журнал География. ВИНИТИ, Выпуски 3–4. 1969
- ↑ Айзенштадт Г. Е.-А., Антонов К. В. Формирование соляных куполов и залежей нефти Южной Эмбы. 1963