არალითონები

(გადამისამართდა გვერდიდან არალითონი)

არალითონები — ქიმიური ელემენტები, რომელთაგანაც წარმოქმნილ მარტივ ნივთიერებებს არ გააჩნიათ ლითონების დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები და ამასთანავე უმეტეს შემთხვევაში ამჟღავნებენ ელექტრონების მიერთების უნარს. არალითონებსა და ლითონებს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება არ შეიძლება, რადგან ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ლითონებიდან არალითონებზე გადასვლა თანდათანობით ხდება. არსებობს ელემენტები, რომელთაც აქვთ, როგორც ლითონური, ისე არალითონური თვისებები. არალითონები იკავებენ პერიოდული სისტემის მარჯვენა ზემოთა კუთხეს. შესაბამისი პერიოდების მთავარ ქვეჯგუფებში მათი განლაგება შემდეგია:

ჯგუფი III IV V VI VII
II პერიოდი B C N O F
III პერიოდი Si P S Cl
IV პერიოდი As Se Br
V პერიოდი Te I
VI პერიოდი At

გარდა ამისა, არალითონებს განეკუთვნება წყალბადი.

არალითონების თვისებრივი განსაკუთრებულობა არის (ლითონებთან შედარებით) ელექტრონების დიდი რაოდენობა მათი ატომების გარე ენერგეტიკულ შრეზე. ეს განსაზღვრავს მათ უფრო მეტ შესაძლებლობას დამატებითი ელექტრონების მიზიდვისა და უფრო მეტი მჟავური აქტივობის გამოვლენას, ვიდრე ლითონებში.

არალითონებს აქვს მაღალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი.

არალითონების იონიზაციის ენერგიის მაღალი მაჩვენებლების გამო, მათ ატომებს შეუძლიათ კოვალენტური ბმის წარმოქმნა სხვა არალითონებსა და ამფოტერულ ელემენტებთან. ტიპური ლითონების შეერთების განსაკუთრებულად იონური ბუნებისგან განსხვავებით, უბრალო არალითონური ნივთიერებები, ასევე არალითონების კავშირებს აქვთ კოვალენტური ბუნების აგებულება.

თავისუფალი სახით ყოფნა შეუძლიათ აირისებურ არალითონურ მარტივ ნივთიერებებს — ფთორს, ქლორს, ჟანგბადს, აზოტს, წყალბადს, ინერტულ აირებს, მაგარ არალითონებს — იოდი, ასტატი, გოგირდი, სელენი, ტელური, ფოსფორი, დარიშხანი, ნახშირბადი, სილიციუმი, ბორი. ოთახის ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაში არსებობს ბრომი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება