არაზ აბდულაევი
არაზ აბდულა ოღლუ აბდულაევი (აზერ. Araz Abdulla oğlu Abdullayev; დ. 18 აპრილი, 1992, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი რომელიც ამჟამად კლუბ ყარაბაღსა და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს.
აბდულაევი ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Araz Abdulla oğlu Abdullayev[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი | ||
სიმაღლე | 180 | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ყარაბაღი | ||
ნომერი | 7 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ნეფთჩი ბაქო | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008-2011 | ნეფთჩი ბაქო | 33 | (2) |
2011-2012 | ევერტონი | 0 | (0) |
2011 - | ნეფთჩი ბაქო | 8 | (3) |
2012 - | პანიონიოსი | 8 | (0) |
2012-2016 | ნეფთჩი ბაქო | 123 | (23) |
2017-2018 | გაბალა | 9 | (0) |
2017-2018 | ანორტოსისი | 30 | (3) |
2018 - | პანიონიოსი | 0 | (0) |
2018 - | ყარაბაღი | 20 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006-2008 | აზერბაიჯანის 17-წლამდელთა | 9 | (2) |
2008-2009 | აზერბაიჯანის 17-წლამდელთა | 8 | (2) |
2008-2013 | აზერბაიჯანის 17-წლამდელთა | 8 | (3) |
2008 - დღემდე | აზერბაიჯანის 17-წლამდელთა | 35 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაბაქოში დაბადებული ახალგაზრდა აბდულაევი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის დეკემბრამდე ნეფთჩი ბაქოს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მისი საკლუბო დებიუტი 2008 წლის 5 ოქტომბერს, ნეფთჩი ბაქოში შედგა.[2] 2011 წლის ნოემბერში, არაზ აბდულაევმა ნეფთჩი ბაქოს მე-1000 გოლი გაიტანა.[3]
ევერტონი
რედაქტირება2014 წლის 4 ივლისს, ინგლისის პრემიერლიგის გუნდი ევერტონი და არაზ აბდულაევი ორწლიანი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ. 21 სექტემბერს გამოცხადდა, რომ ევერტონი მას 3 წლიან დაწყებით კონტრაქტს გაუფორმებდა 2011 წლის სატრანსფერო ფანჯარის დროს.[4][5] 2011 წლის 7 იანვარს გამოცხადდა, რომ ევერტონმა მასთან გრძელვადიან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც მას სამუშაო ნებართვაც ეძლეოდა; ამასთან, ხელშეკრულების ხანგრძლოვობა არ გამოვლინდა და ინგლისის გუნდი უფლევას აძლევდა არაზს, რომ ინგლისის პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე ნეფთჩიში დარჩენილიყო.[6][7][8] იგი ევერტონში 2011-12 წლების სეზონში გადავიდა.[9]
პანანიოსში განათხოვრება
რედაქტირება2011 წლის 27 დეკემბერს აბდულაევი შეუერთდა პანანიოსს სეზონური იჯარით.[10] მისი დებიუტი 2011 წლის 30 დეკემბერს, კოროპის წინაათმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა; მან თამაშში 61 წუთი ითამაშა და გუნდმა 3-2 მოიგო მატჩი.[11] საბერძნეთის სუპერლიგაში მისი დებიუტი საშინაო მოედანზე, 2012 წლის 3 იანვარს, ასტერას ტრიპოლის წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშში შედგა; მატჩი გუნდმა 2:0 მოიგო.[12]
ნეფთჩიში დაბრუნება
რედაქტირებააბდულაევი 2012 წლის ზაფხულში დაბრუნდა ნეფთჩის ბაქოში და მალე გახდა გუნდის მთავარი ფეხბურთელი. 2012-13 წლის სეზონში, იგი დაეხმარა გუნდს, რათა გამხდარიყო პირველი აზერბაიჯანული გუნდი, რომელმაც უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეძლო. ნეფთჩი G ჯგუფში, რუბინ კაზანთან და პარტიზანთან მოხდვა. არაზი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5-ჯერ გამოჩნდა. 2012 წლის 20 სექტემბერს, აბდულაევმა დებიუტი შეასრულა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის თამაშში: შეხვედრა პარტიჯზანის წინააღმდეგ ჩატარდა და იგი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.[13] ამ სეზონში ნეფთჩი ბაქომ მოიგო აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა და აზერბაიჯანის თასი. ნეფტჩში გატარებული 4.5 წლის განმავლობაში, არაზ აბდულაევმა ყველა ტურნირში სულ 173 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.
აბდულაევმა პირველი ევროპული გოლი 2014-15 წლის უეფას ევროპალიგის ეგიდით, სლოვენიის კოპერის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა.[14] 25 ევროპულ მატჩში მან 3 გოლი გაიტანა.
გაბალა
რედაქტირება2016 წლის 31 დეკემბერს, არაზ აბდულაევმა გაბალასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[15] 2017 წლის 28 თებერვალს შედგა მისი დებიუტი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში, კაპაზის წინააღმდეგ; მატში მან 84 წუთი ითამაშა, ხოლო შეხვედრა 1-1 დასრულდა.[16]
პანიონისი
რედაქტირება2018 წლის 7 ივლისს აბდულაევმა სუპერლიგის გუნდ პანიონიოსთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[17]
ყარაბაღში განათხოვრება
რედაქტირება2018 წლის 31 აგვისტოს, ყარაბაღმა გამოაცხადა, რომ არაზ აბდულაევთან ორწლიან კონტრაქტს (იჯარის წესით) მოაწერა ხელი.[18]
კარიერა ნაკრებში
რედაქტირებაკლუბურ ფეხბურთში შთამბეჭდავი თამაშის გამო იგი გამოიძახეს აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში, რათა 2010 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, 2008 წლის 11 ოქტომბერს ფინეთის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრაში ეასპარეზა; ამ მიღწევით იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა (16 წლის და 4 თვის).[19]
2019 წლის 9 მარტს მან ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა ამხანაგურ შეხვედრაში, „ყატარის ჯასიმ ჰამედ სტადიონზე“.[20]
სტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება2018 წლის 12 მაისამდე ჩატარებული მატჩები[21][22]
კლუბი | სეზონი | ლიგა | ეროვნული თასი | ლიგის თასი | კონტინენტური | სხვები | ტოტალი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ნეფთჩი ბაქო | 2008–09 | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 5 | 1 | - | 0 | 0 | - | 5 | 1 | ||||
2009–10 | 10 | 0 | 1 | 0 | - | - | - | 11 | 0 | |||||
2010–11 | 18 | 1 | 2 | 0 | - | 0 | 0 | - | 20 | 1 | ||||
2011–12 | 8 | 3 | 0 | 0 | - | 0 | 0 | - | 8 | 3 | ||||
Total | 41 | 5 | 3 | 0 | - | - | 0 | 0 | - | - | 44 | 5 | ||
პანიონიოსი (იჯარით) | 2011–12 | საბერძნეთის საფეხბურთ სუპერლიგა | 8 | 0 | 1 | 0 | – | – | – | 9 | 0 | |||
ნეფთჩი ბაქო | 2012–13 | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 27 | 4 | 6 | 1 | - | 11 | 0 | - | 44 | 5 | ||
2013–14 | 29 | 6 | 5 | 2 | - | 2 | 0 | 1 | 0 | 37 | 8 | |||
2014–15 | 30 | 4 | 6 | 0 | - | 6 | 1 | - | 42 | 5 | ||||
2015–16 | 26 | 6 | 6 | 1 | - | 2 | 2 | - | 34 | 9 | ||||
2016–17 | 11 | 3 | 2 | 0 | - | 4 | 0 | - | 17 | 3 | ||||
ტოტალი | 123 | 23 | 25 | 4 | - | - | 25 | 3 | - | - | 173 | 30 | ||
გაბალა | 2016–17 | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 9 | 0 | 2 | 0 | – | 0 | 0 | – | 11 | 0 | ||
2017–18 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 0 | 0 | ||||
ტოტალი | 9 | 0 | 2 | 0 | - | - | 0 | 0 | - | - | 11 | 0 | ||
ანორთოსისი (იჯარით) | 2017–18 | კვიპროსის პირველი დივიზიონი | 30 | 3 | 3 | 0 | – | 0 | 0 | – | 33 | 3 | ||
კარიერულად | 211 | 28 | 34 | 4 | - | - | 25 | 3 | 1 | 0 | 269 | 35 |
ნაკრები
რედაქტირებააზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | თამაში | გოლი |
2008 | 2 | 0 |
2009 | 0 | 0 |
2010 | 1 | 0 |
2011 | 0 | 0 |
2012 | 0 | 0 |
2013 | 5 | 0 |
2014 | 6 | 0 |
2015 | 2 | 0 |
2016 | 4 | 0 |
2017 | 3 | 2 |
2018 | 8 | 1 |
2019 | 4 | 0 |
ტოტალი | 35 | 3 |
სტატისტიკაში შედის 2019 წლის 11 ივნისამდე ჩატარებული მატჩები[22]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://eu-football.info/_player.php?id=25908
- ↑ „Araz Abdullayev: "Başqa klublardan da təklif almışam"“ (Azerbaijani). FANAT.AZ. 2010-02-10. ციტირების თარიღი: 2010-07-05.
- ↑ 2011-ci ilin sirrini APASPORT açdı – EKSKLÜZİV - STATİSTİKA Azerbaijani. APASPORT.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 30 December 2011.
- ↑ „Everton agree January deal for Azerbaijani boy wonder Araz Abdullayev“. London: Daily Mail. 21 September 2010. ციტირების თარიღი: 21 September 2010.
- ↑ Everton agree deal to sign Neftchi Baku starlet Araz Abdullayev. goal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2010. ციტირების თარიღი: 21 September 2010.
- ↑ Араз Абдуллаев – игрок Эвертона, но сезон проведет в Нефтчи. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 7 January 2011.
- ↑ Araz Abdullayevin "Everton"a gedəcəyi gün dəqiqləşdi. Apasport.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 January 2011. ციტირების თარიღი: 7 January 2011.
- ↑ David Moyes targets Azerbaijani wonderkid Araz Abdullayev for Everton FC. ციტირების თარიღი: 8 January 2011.
- ↑ Everton [Everton]. (15 July 2011) #everton v Freiberg: Davies, Browning, Mustafi, Duffy, Bidwell, Forshaw, Abdullayev, Lundstram, Baxter, Vellios, Silva..
- ↑ „Араз Абдуллаев перешел в Паниониос“. Azerisport.com. 27 December 2011. ციტირების თარიღი: 2011-12-31.
- ↑ „Araz Abdullayev’s debut in Panionios FC“. Today.az. 30 December 2011. ციტირების თარიღი: 2011-12-31.
- ↑ „PANIONIOS VS. ASTERAS TRIPOLIS 2 - 0“. Soccerway. 3 January 2012.
- ↑ 2012-13 UEFA Europa League group stage matches, UEFA.com
- ↑ 2014-15 UEFA Europa League, Second qualifying round matches, UEFA.com
- ↑ Gabala signed Araz Abdullayev from national senior team. Gabala FC (31 December 2016). ციტირების თარიღი: 31 December 2016.
- ↑ „KAPAZ VS. QABALA 1 - 1“. Soccerway. 28 February 2017.
- ↑ „Araz bu gün "Panionios"la müqavilə bağlayacaq“. korner.az. 6 July 2017.
- ↑ ARAZ ABDULLAYEV "QARABAĞ"IMIZDA ! Azerbaijani. Qarabağ FK (31 August 2018). ციტირების თარიღი: 31 August 2018.
- ↑ „Araz Abdullayev yığmada yeni rekord müəyyənləşdiribа“ (Azerbaijani). FANAT.AZ. 2008-10-13. ციტირების თარიღი: 2010-02-18.
- ↑ „QATAR VS. AZERBAIJAN 1 - 2“. Soccerway. 9 March 2017.
- ↑ A.Abdullayev. Soccerway. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
- ↑ 22.0 22.1 Araz Abdullayev. National Football Teams. ციტირების თარიღი: 31 December 2016.