არადი (რუმინეთი)
არადი (რუმ. Arad) — ქალაქი რუმინეთში, არადის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. 147 922 მცხოვრები (2011).[2] მდებარეობს უნგრეთის საზღვართან ახლოს, მდინარე მურეშზე. სარკინიგზო და საავტომობილო გზების მსხვილი კვანძი; საერთაშორისო აეროპორტი. იხსენიება XI საუკუნიდან, ქალაქის უფლება 1329 წლიდან აქვს (უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში). 1551 წელს თურქებმა დაიპყრეს და მდინარის კლაკნილში ციტადელი ააგეს (გადაკეთდა 1698–1701 წლებში, გახდა უმსხვილესი სამხედრო სიმაგრე). 1685 წლიდან კვლავ უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო, 1919 წელს რუმინეთის ნაწილი გახდა. შემონახულია პეტრესა და პავლეს ეკლესია (1702), რატუშა (1876), წითელი ეკლესია (1900), კათოლიკური ტაძარი (1904) და სხვ. „აურელ ვაიკუს“ უნივერსიტეტი (1990-დან). მუზეუმები: მხარეთმცოდნეობის (1892), ხელოვნების (1913) და სხვ. დრამატული თეატრი. განვითარებულია დაზგათ- და ვაგონთმშენებლობა, ქიმიური (მინერალური სასუქები, საღებავები, ლაქები, საღებარები) და ტექსტილის მრეწველობა. აღმოსავლეთ გარეუბნებში (1913 წელს არადთან დაკავშირდა ტრამვაის ხაზით) — მეღვინეობა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
არადი რუმ. Arad უნგრ. Arad გერმ. Arad | |||||
| |||||
ქვეყანა | რუმინეთი | ||||
ჟუდეცი | არადის ჟუდეცი | ||||
კოორდინატები | 46°10′00″ ჩ. გ. 21°19′00″ ა. გ. / 46.16667° ჩ. გ. 21.31667° ა. გ. | ||||
მმართველი | Laurențiu Bibarț[1] | ||||
პირველი ხსენება | XI საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1329 | ||||
ფართობი | 226,7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 117 ± 1 მ | ||||
მოსახლეობა | 147 922[2] კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | (+40) 02 57 | ||||
საფოსტო ინდექსი | 310xxx | ||||
საავტომობილო კოდი | AR | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.primariaarad.ro[3] | ||||
ლიტერატურა
რედაქტირება- Тархов С. А. АРАД // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 155.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rezultatul alegerilor locale din 2020 — Central Electoral Bureau.
- ↑ 2.0 2.1 2011 Census. INSSE (8 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2020.
- ↑ ვიკივოიაჟი — 2006.