არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამრიოების ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მეხუთე უდიდესი ეკონომიკაა ახლო აღმოსავლეთში (ირანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის შემდეგ). 2022 წლისთვის ქვეყნის მშპ 501 მილიარდ აშშ $-ს უდრის.
არაბთა გაერთიანებული საამიროები დიდადაა დამოკიდებული ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებულ შემოსავალზე, განსაკუთრებით აბუ-დაბი. 2009 წელს არაბთა გაერთიანებული საამიეროების ეკონომიკის 85% ნავთობის ექსპორტზე იყო დაფუძნებული.[1][2] 2011 წელს ნავთობის ექსპორტმა ქვეყნის ბიუჯეტის 77% შეადგინა.[3] ბოლო წლებში ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესი დაიწყო,[4] მეტწილად დუბაიში, რომელსაც სხვა საამიროებთან შედარებით ნავთობის რეზერვების ნაკლები რაოდენობა აქვს. აბუ-დაბმა და სხვა საამიროებმა დივერსიფიკაციის მიმართ მეტწილად კონსერვატიული დამოკიდებულება შეინარჩუნეს.[5]
არაბთა გერთიანებული საამიროების შემოსავლის მეორე მნიშვნელოვანი დარგი ტურიზმია. მშენებლობის ბუმი, წარმოების ზრდა და მომსახურების სფეროს განვითარება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ეროვნულ დონეზე ამჟამად 350 მილიარდი აშშ $-ის ღირებულების სამშენებლო პროექტები ხორციელდება.[6]
არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ოპეკის წევრია.
ეკონომიკური ისტორია
რედაქტირებაგაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 1971 წელს გაერთიანებამდე ყოველი საამირო საკუთარ ეკონომიკაზე იყო პასუხისმგებელი. ამ დროისთვის ეკონომიკის წამყვანი სფეროები მარგალიტების მოპოვება, საზღვაო საქმე და თევზჭერა იყო, სანამ იაპონიაში მარგალიტების კულტივაცია განვითარდებოდა და კომერციული რაოდენობის ნავთობს აღმოაჩენდნენ.[7] XX საუკუნეში არაბთა გაერთიანებული საამიროების განვითარება და ნავთობის ექსპორტის მეშვეობით საჭირო გარდაქმნები პრეზიდენტ ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰიანის სახელთანაა დაკავშირებული.
1990-იან წლებში დუბაის გამრავალფეროვნება ვაჭრობასა და ლოჯისტიკის ცენტრების შექმნაზე კონცენტრირდა, განსაკუთრებით რაშიდის პორტსა და ჯებელ ალის თავისუფალ ზონაში, ისევე როგორც დუბაის საერთაშორისო აეროპორტში.[8]
საგარეო ვაჭრობა
რედაქტირება2012 წელს იმპორტმა 273.5 მილიარდი $ შეადგინა, რითიც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საუდის არაბეთს გადაუსწრო რეგიონში უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზრით. ექსპორტმა 314 მილიარდი $ შეადგინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები რეგიონის მასშტაბით მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.[9]
არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ინდოეთის ბევრი მოქალაქე საცხოვრებლად და სამუშაოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია ჩასული. ვაჭრობის მოცულობა 75 მილიარდ $-ს უტოლდება.[10]
2014 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი სავაჭრო პარტნორები იყვნენ: ირანი (3%), ინდოეთი (2.9%), საუდის არაბეთი (1.5%), [[ომანი) (1.4%) და შვეიცარია (1.4%). არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი მიმწოდებლები არიან: ჩინეთი (7.4%), აშშ (6.4%), ინდოეთი (5.8%), გერმანია (3.9%) და იაპონია (3.5%).
სტატისტიკა
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 1986-2020 წლებისთვის.[11] 5%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა ნაჩვენები. უმუშევრობის დონე მსოფლიო ბანკის მონაცემებიდანაა აღებული, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მათ არასანდოდ მიიჩნევს.[12]
წელი | მშპ
(მლრდ აშშ$ (მუპ)) |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე
(აშშ$, (მუპ) |
მშპ
(მლრდ აშშ$ (ნომინალური)) |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე
(აშშ$ (ნომინალური)) |
მშპ-ის ზრდა
(რეალური) |
ინფლაციის დონე
(%) |
უმუშევრობის დონე[12]
(%) |
სამთავრობო ვალი
(მშპ-ის წილი) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1980 | 90.0 | 89,074.1 | 40.4 | 40,014.6 | -1.8% | 10.1% | n/a | n/a |
1981 | 106.4 | 96,707.3 | 45.0 | 40,910.9 | 8.0% | 7.9% | n/a | n/a |
1982 | 104.8 | 89,599.7 | 41.8 | 35,767.7 | -7.2% | 7.1% | n/a | n/a |
1983 | 103.2 | 85,304.3 | 38.3 | 31,690.1 | -5.3% | 1.3% | n/a | n/a |
1984 | 111.7 | 85,269.5 | 38.0 | 29,017.1 | 4.5% | 2.4% | n/a | n/a |
1985 | 112.3 | 81,397.9 | 37.3 | 27,036.0 | -2.5% | 3.5% | n/a | n/a |
1986 | 92.5 | 64,243.7 | 29.6 | 20,533.0 | -19.3% | 5.4% | n/a | n/a |
1987 | 99.8 | 66,551.4 | 32.5 | 21,644.1 | 5.3% | 5.5% | n/a | n/a |
1988 | 100.6 | 56,221.3 | 33.0 | 18,435.2 | -2.6% | 5.0% | n/a | n/a |
1989 | 121.0 | 65,073.3 | 38.1 | 20,478.5 | 15.7% | 2.8% | n/a | n/a |
1990 | 155.2 | 84,138.8 | 49.1 | 26,621.5 | 23.6% | 0.6% | n/a | n/a |
1991 | 163.8 | 84,998.1 | 49.8 | 25,847.4 | 2.1% | 3.4% | 1.9% | n/a |
1992 | 172.8 | 85,904.5 | 52.2 | 25,961.0 | 3.1% | 6.4% | 1.8% | n/a |
1993 | 176.8 | 84,876.5 | 53.4 | 25,654.4 | 0.0% | 5.3% | 1.8% | n/a |
1994 | 193.9 | 86,936.8 | 57.5 | 25,762.5 | 7.4% | 5.7% | 1.8% | n/a |
1995 | 211.0 | 87,498.1 | 63.6 | 26,394.4 | 6.6% | 4.3% | 1.8% | n/a |
1996 | 226.3 | 92,629.0 | 71.0 | 29,058.9 | 5.3% | 3.0% | 1.9% | n/a |
1997 | 249.9 | 96,853.9 | 76.2 | 29,523.5 | 8.6% | 3.0% | 2.0% | n/a |
1998 | 254.7 | 89,871.1 | 73.4 | 25,897.7 | 0.8% | 2.0% | 2.1% | n/a |
1999 | 268.0 | 88,352.1 | 82.9 | 27,321.0 | 3.8% | 2.1% | 2.2% | 4.8% |
2000 | 307.8 | 102,780.9 | 103.9 | 34,689.0 | 12.3% | 1.3% | 2.3% | 3.1% |
2001 | 318.8 | 100,665.1 | 103.3 | 32,621.3 | 1.3% | 2.8% | 2.5% | 2.7% |
2002 | 331.8 | 99,074.3 | 109.8 | 32,790.7 | 2.5% | 2.9% | 2.6% | 3.4% |
2003 | 368.2 | 103,680.0 | 124.3 | 35,017.3 | 8.8% | 3.1% | 2.8% | 3.3% |
2004 | 414.3 | 110,145.3 | 147.8 | 39,304.5 | 9.6% | 5.0% | 2.9% | 4.1% |
2005 | 448.0 | 109,107.3 | 180.6 | 43,984.1 | 4.9% | 6.2% | 3.1% | 4.5% |
2006 | 507.3 | 101,203.9 | 222.1 | 44,313.6 | 9.8% | 9.3% | 2.9% | 5.1% |
2007 | 537.8 | 86,479.4 | 257.9 | 41,472.2 | 3.2% | 11.1% | 2.9% | 8.9% |
2008 | 565.8 | 70,073.8 | 315.5 | 39,074.7 | 3.2% | 12.3% | 2.7% | 8.9% |
2009 | 539.6 | 65,805.6 | 253.5 | 30,920.4 | -5.2% | 1.6% | 2.7% | 21.1% |
2010 | 554.8 | 67,134.0 | 289.8 | 35,065.9 | 1.6% | 0.9% | 2.5% | 19.5% |
2011 | 605.6 | 72,143.6 | 350.7 | 41,775.7 | 6.9% | 0.9% | 2.3% | 21.5% |
2012 | 631.7 | 74,088.2 | 374.6 | 43,932.9 | 4.5% | 0.7% | 2.2% | 21.2% |
2013 | 647.3 | 74,733.9 | 390.1 | 45,040.1 | 5.1% | 1.1% | 2.0% | 16.0% |
2014 | 678.3 | 77,094.2 | 403.1 | 45,817.1 | 4.3% | 2.3% | 1.9% | 14.2% |
2015 | 601.2 | 67,253.7 | 358.1 | 40,064.4 | 5.1% | 4.1% | 1.8% | 16.7% |
2016 | 598.8 | 65,650.7 | 357.0 | 39,144.7 | 3.1% | 1.6% | 1.6% | 19.4% |
2017 | 637.4 | 68,504.5 | 385.6 | 41,443.9 | 2.4% | 2.0% | 2.5% | 21.6% |
2018 | 660.4 | 70,501.5 | 422.2 | 45,075.6 | 1.2% | 3.1% | 2.4% | 20.9% |
2019 | 695.1 | 73,141.9 | 417.2 | 43,900.2 | 3.4% | -1.9% | 2.2% | 27.1% |
2020 | 660.3 | 71,139.1 | 358.9 | 38,661.2 | -6.1% | -2.1% | 3.2% | 39.4% |
2021 (სავარაუდო) | 699.4 | 74,245.0 | 410.2 | 43,537.7 | 2.2% | 2.0% | 0.0% | 37.3% |
2022 (სავარაუდო) | 740.5 | 77,444.2 | 427.9 | 44,752.9 | 3.0% | 2.2% | n/a | 38.6% |
2023 (სავარაუდო) | 781.2 | 80,490.3 | 443.3 | 45,670.2 | 3.0% | 2.1% | n/a | 38.9% |
2024 (სავარაუდო) | 823.9 | 83,640.4 | 460.5 | 46,748.6 | 3.1% | 2.0% | n/a | 38.6% |
2025 (სავარაუდო) | 869.0 | 86,913.6 | 480.0 | 48,008.2 | 3.2% | 2.0% | n/a | 37.9% |
2026 (სავარაუდო) | 916.5 | 90,301.3 | 501.8 | 49,445.5 | 3.3% | 2.0% | n/a | 37.0% |
კონკურენტუნარიანობა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 27-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 25-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 711.4 აშშ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.54%-ია. დეკადაში წლიური მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 3.2%-ს უდრის. უმუშევრობის დონე 2.6%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0.1%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები მე-15 ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მე-7 ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 25-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 30-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-4, გამჭვირვალობით ― 23-ე, საკუთრების უფლებებით ― 21-ე, კორპორატიული მმართველობით ― მე-16, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― მე-9.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-12 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-8, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 44-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით კამბოჯა მეორე ადგილზეა და მხოლოდ სამხრეთ კორეას ჩამორჩება. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია: ინფლაციის დონე 2.5%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით არაბთა გაერთიანებული საამიროები მე-4 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― მე-7-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 34-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 22-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 55-ს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (31-ე ადგილი): სიღრმით 31-ე, ხოლო სტაბილურობით 50-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 32-ე ადგილს იკავებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასევე კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (31-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 69-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― მე-8-ს.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The World Factbook. CIA (12 January 2022).
- ↑ WTO Trade Statistic 2009. Stat.wto.org. ციტირების თარიღი: 2014-12-01
- ↑ Economic diversification in the GCC countries. ციტირების თარიღი: 1 December 2014
- ↑ „Diversification raises non-oil share of UAE's GDP to 71%“.
- ↑ „United Arab Emirates profile“. BBC News. 14 November 2012.
- ↑ 3 დაარქივებული 2009-06-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ UAE History & Traditions: Pearls & pearling – UAEinteract. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 3 March 2015
- ↑ Cuthbert, Jon. The 40 year history of UAE logistics: Part one – Ports | ArabianSupplyChain.com. ციტირების თარიღი: 2017-05-10
- ↑ „UAE's economy growth momentum set to pick up“. Khaleej Times. 27 December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2014. ციტირების თარიღი: 5 January 2014.
- ↑ „UAE and India sign crucial investment protection pact“. Gulf News. 13 December 2013. ციტირების თარიღი: 5 January 2014.
- ↑ Report for Selected Countries and Subjects: October 2021. World Economic Outlook Database. International Monetary Fund (IMF). ციტირების თარიღი: 9 March 2022
- ↑ 12.0 12.1 Unemployment, total (% of total labor force) (modeled ILO estimate) - United Arab Emirates | Data. ციტირების თარიღი: 2022-03-09
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 574-577.