აპტერიები
აპტერიები (ლათ. Apteria<ბერძ. Απτερος — შეუბუმბულავი) — კონტურულ ბუმბულს მოკლებული ადგილები ფრინველის კანზე. აპტერიები და შებუმბული ადგილები — პტერილიები ერთმანეთს ენაცვლება, რაც აადვილებს კანის ცალკეული უბნისა და შესაბამისი ბუმბულის მოძრაობას, ნაწილობრივ კი თერმორეგულაციასაც. პტერილიებისა და აპტერიების განლაგება მნიშვნელოვანი სისტემატიკური ნიშანია ფრინველთა ოჯახების, გვარებისა და სახეობების დასადგენად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 519.