აპიუს კლავდიუს ცეკუსი
აპიუს კლავდიუს ცეკუსი[1] (დაახ. ძვ. წ. 340 - ძვ. წ. 273) — რომის რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, ცენზორი და მწერალი.
აპიუს კლავდიუსი იყო კლავდიუსების პატიციული ოჯახიდან. ძვ. წ. 312 წელს იგი გაიუს პლავტიუსთან ერთად ცენზორად აირჩიეს. მისი ცენზორობის დროს აშენდა ცნობილი აპიუსის გზა და პირველი აკვედუკი. ეს ქმედებები მან მარტო ჩაიდინა, ვინაიდან მან სენატში ბევრი უღირსი სენატორი ჩარიცხა და დაკანონებული 1.5 წლის ნაცვად მან ცენზორობა ძველებურად, 5 წლით გაიხანგძლივა, მიუხედავად იმისა რომ მისი კოლეგა გადადგა. ტიტუს ლივიუსი ყველა, რომ აპიუსმა უბიძგა პორტიციუსების პატრიციულ გვარს, რომლებშიც ჰერკულესის ქურუმობა მემკვიდრეობით გადადიოდა, ესწავლებინათ მონებისთვის ქურუმების მოვალეობების შესრულება. ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში პორტიციუსების გვარი გაწყდა, მალე კი აპიუსი დაბრმავდა. ხალხმა ეს ღმერთების სასჯელად მიიჩნია.
ძვ. წ. 310 წელს აპიუსსა და პლებს შორის დაპირისპირება წარმოიშვა. ეს იმის ნიადაგზე მოხდა, რომ აპიუსის ცენზორობის ვადა, რომელიც დიქტატორმა მამერკუს ემილიუსმა დააწესა, 18 თვე გავიდა, მისი კოლეგა გადადგა, იგი კი არ აპირებდა გადადგომას. სახალხო კრებაზე კლავდიუსს დაუპირისპირდა სახალხო ტრიბუნი პუბლიუს სემპრონიუსი. ტრიბუნმა ბრალი დადო კლავდიუსს, რომ იგი მეფის ძალაუფლებისკენ მიისწრაფოდა. მან სცადა კიდევაც ცენზორის დაპატიმრება, მაგრამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო კოლეგებისგან და აპიუს კლავდიუსის ცენზორობა გაგრძელდა.
ძვ. წ. 307 წელს აპიუსი კონსულად აირჩიეს. ამ პერიოდში მეორე სამნიტური ომი მიმდინარეობდა. მხედართმთავრად სენატმა კვინტუს ფაბიუსი, წინა წლის კონსული დატოვა. ზოგი ვერსიით, აპიუსს კონსულობა ჯერ კიდევ ცენზორობის დროს სურდა.
ძვ. წ. 296 წელს კონსულთა არჩევნებზე ერთი ადგილი დაიკავა კვინტუს ფაბიუსმა. აპიუსმა გამოიყენა მთელი თავისი გავლენა, რათა იგი გამხდარიყო მეორე კონსული და ორივე კონსული პატრიციი იქნებოდა. ფაბიუსმა მაშინვე უარი თქვა კონსულობაზე და მეორე კონსული გახდა პლებეი ლუციუს ვოლუმნიუსი. ამ დროს მესამე სამნიტური ომი მიმდინარეობდა. ომის ჩატარებნა ძველ კონსულებს დაევალათ, კვინტუს ფაბიუსს და პუბლიუს დეციუს მუსს. აიუსს მოუწია ეტრურიაში წასვლა, სადაც ომი მიმდინარეობდა. სამნიტები და ეტრუსკები გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ რომს. მისი კოლეგა ამ დროს სამნიუმში იბრძოდა. პირველი ბრძოლები ეტრუსკების წინააღმდეგ არ იყო წარმატებული. შემდეგ კი მოხდა გაუგებრობა წერილთან დაკავშირებით. ვოლუმნიუსს წარმატებით მიჰყავდა სამნიუმსი ომი, ამ დროს იგი აპიუსმა წერილით გამოიძახა ეტრურიაში, შემდეგ კი, როდესაც ვოლუმნიუსი ჩავიდა, ამტკიცებდა რომ არავითარი წერილი არ გაუგზავნია. ვოლუმნიუსი უკვე აპირებდა სამნიუმსი დაბრუნებას, როდესაც აპიუსის ლეგატებმა მოითხოვეს მისი დარჩენა და დახმარება. აპიუსი იძულებული გახდა დათანხმებოდა ამაზე. ორივე კონსული ერთად შეებრძოლა ეტრუსკებს და დაამარცხეს ისინი.
ამის შემდეგ ვოლუმნიუსი დაბრუნდა სამნიუმში. ეტრუსკებმა ისევ იარაღი აიღეს ხელში და დაუპირისპირდნენ დარჩენილ აპიუსს. ამასობასი არჩევნების დროც დადგა და შემდეგი კონსულები გახდნენ კვინტუს ფაბიუსი და პუბლიუს დეციუს მუსი. აპიუსი კი პრეტორი გახდა და ამ თანამდებობით განაგრძობდა სამნიტების წინააღმდეგ ომში მონაწილეობას.
აპიუს კლავდიუსი ორჯერ გახდა დიქტატორი, ძვ. წ. 292 და ძვ. წ. 285 წლებში.
აპიუს კლავდიუსმა ლათინურ ანბანს რამდენიმე ასო დაამატა. სიბერეში აპიუს კლავდიუსი დაბრმავდა და ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. პიროსთან ომისას კი (ძვ. წ. 279), როდესაც მან შეიტყო, რომ რომის სენატი განიხილავს პიროსთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და თავს დამარცხებულად მიიჩნევს, აპიუსმა უბრძანა მსახურებს წაეყვანათ სენატში, სადაც გამოვიდა სიტყვით, გააკრიტიკა სენატის პოლიტიკა და მოუწოდა რომაელებს ბოლომდე ებრძოლათ და სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პიროსის იტალიიდან წასვლის შემდეგ დაეწყოთ. მისმა სიტყვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ომი განახლდა. ეს არის ლათინურ ენაზე პოლიტიკური ორატორობის პირველი ჩაწერილი ნიმუში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტიტუს ლივიუსი - რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან IX - X წიგნები
- პლუტარქე - პიროსის ბიოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 115.