აპამეის ბრძოლა
აპამეის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
არაბულ-ბიზანტიური ომების ნაწილი | |||
აპამეის ბრძოლა | |||
თარიღი | ივლისი 998 წელი | ||
მდებარეობა | აპამეასთან ახლოს | ||
შედეგი | ფატიმიდების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
აპამეის ბრძოლა (998 წლის 19 ივლისი) — ფატიმედების ხალიფატსა და ბიზანტიის იმპერიას შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირება. ეს იყო არაბულ-ბიზანტიური ომების ნაწილი, ისინი იბრძოდნენ ჩრდილოეთ სირიის და ალეპოს ტერიტორიესბისთვის. ბიზანტიის რეგიონალური სარდალი, დამიან დალასენოსმა, ალყაში მოაქცია აპამეა, მანამ სანამ დამასკოდან ფატიმიდების დამხმარე ჯარი ჯარი ჩამოვიდოდა, ჯეიშ იბნ სამსამას მეთაურობით. შემდგომი ბრძოლის პირველ ნაწილში ბიზანტიელები იმარჯვებდნენ, თუმცა ერთ-ერთმა ქურდა ჯარისკაცმა დალასენოსი მოკლა და ჯარისკაცები პანიკაში ჩავარდნენ. შემდეგ გაქცეულ ბიზანტიელებს ფატიმიდების ჯარი დაედევნა, ამან კი ბევრი ბიზანტიელის სიკვდილი გამოიწვია. ამ მარცხის გამო, იმპერატორი ბასილ II, იძულებული გახდა თავად ელაშქრა არაბებზე, 1001 წელს კი ამ ორ სახელმწიფოს შორის დაიდო 10 წლიანი ზავი.[1]
წინაპირობა
რედაქტირება994 წლის სექტემბერში ანტიოქიის და ჩრდილოეთ სირიის ბიზანტიელმა სამხედრო გუბერნატორმა მიქაელ ბურცესმა მძიმე მარცხი განიცადა ორონტეს ბრძოლაში ფატიმიდი გენერლის მანჯუტაკინის წინააღმდეგ. ფატიმიდების ამ გამარჯვებამ შეარყია ბიზანტიის პოზიცია სირიაში და სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის არაბ ვასალს, ალეპოს ჰამდანიდების საამიროს. საბოლოო მარცხის თავიდან ასაცილებლად, თავად იმპერატორი ბასილი II ჩაერია საქმეში 995 წელს და აიძულა მანჯუტაკინის დამასკოში დაბრუნება. შაიზარის, ჰიმსის და რაფანიას დაპყრობისა და ანტარტუსში ახალი ციხესიმაგრის აშენების შემდეგ, იმპერატორი უკან გაბრუნდა და ანტიოქიის ახალ დუქსად დამიანე დალასენოსი დატოვა.[2]
დალასენოსმა შეინარჩუნა აგრესიული პოზიცია. 996 წელს მისმა ძალებმა დაარბიეს ტრიპოლისა და არქას მიდამოები, მანჯუტაკინმა კი, ისევ უშედეგოდ, ალყა შემოარტყა ალეპოსა და ანტარტუსს, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია, როდესაც დალასენოსი თავისი ჯარით მოვიდა ციხესიმაგრის გასათავისუფლებლად. მომდევნო წელს დალასენოსმა გაიმეორა თავისი დარბევა ტრიპოლის, რაფანიას, ავჯისა და ალ-ლაქბას წინააღმდეგ. მან მოახერხა და აიღო ეს უკანასკნელი. ამავე დროს, ტვიროსის მკვიდრნი მეზღვაურის ალაკას მეთაურობით აჯანყდნენ ფატიმიდების წინააღმდეგ და ბიზანტიას დახმარება სთხოვეს; უფრო სამხრეთით, პალესტინაში, ბედუინების ლიდერმა მუფარიჯ იბნ დაღფალ იბნ ალ-ჯარაჰმა შეუტია რამლას.[3]
აპამეას ალყა და ფატიმადების დახმარება
რედაქტირება998 წლის ზაფხულის დასაწყისში დალასენოსმა შეიტყო, რომ კატასტროფული ხანძარი გაჩნდა აპამეაში და განადგურდა მისი სურსათის უმეტესი ნაწილი, ამიტომ იგი გაემართა ქალაქისკენ. ალეპინებიც ცდილობდნენ აპამეას ხელში ჩაგდებას და ჯერ იქ ჩავიდნენ, მაგრამ დალასენოსის მიახლოებისას უკან დაიხიეს, რომელმაც ვერ დაუშვა ვასალი ძალიან გაძლიერებულიყო და აპირებდა იმპერატორისთვის ქალაქის ხელში გადაცემას. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოკავშირეები იყვნენ ბიზანტიელებთან, ალეპინებმა დატოვეს ის დებულებები, რომლებიც თან წაიღეს, რათა შეეგროვებინათ აპამეას მკვიდრნი, რაც მათ წინააღმდეგობას ეხმარებოდა. შემდგომ მოვლენებს წარმოგიდგენთ რამდენიმე ავტორი, მათ შორისაა იოანე სკილიცეს მოკლე მონათხრობი და უფრო ვრცელი ცნობები ქრისტიანი არაბ იაჰიას ანტიოქიის და სომეხი სტეფანე ტარონის შესახებ. ასევე შემორჩენილია არაბული ცნობები, რომლებიც აშკარად ეყრდნობა მე-11 საუკუნის ისტორიკოს ჰილალ ალ-საბის ნაშრომს; ყველაზე დეტალური ვერსია დაწერილია იბნ ალ-კალანისის მიერ.[4]
აპამეას გუბერნატორმა ალ-მალაიტიმ ფატიმიდებს დახმარებისკენ მოუწოდა. იბნ ალ-კალანისის ცნობით, საჭურისმა რეგენტმა ბარჯავანმა ჯაიშ იბნ სამსამა დანიშნა დამხმარე არმიის მეთაურად, დაასახელა დამასკოს გუბერნატორად და მისცა ათასი კაცი. ბიზანტიელებთან დაპირისპირებამდე ფატიმიდებს მოუწიათ ტვიროსის და იბნ ალ-ჯარაჰის აჯანყებების წინააღმდეგ ბრძოლა. ბიზანტიელები ცდილობდნენ დახმარებოდნენ ალყაში მოაქცეულ ტვიროსელებს, ამიტომაც მათ გაგზავნეს ფლოტი, მაგრამ ფატიმადებმა დაამარცხეს და ქალაქი აიღეს ივნისში. იბნ ალ-ჯარაჰის აჯანყებაც ჩაახშეს და ჯეიშ იბნ სამსამა დაბრუნდა დამასკოში, სადაც სამი დღე დარჩა, რათა მოეკრიბა ძალები აპამეას დასახმარებლად. იქ მას შეუერთდნენ ჯარები და მოხალისეები ტრიპოლიდან, შეკრიბეს 10000 კაცი და 1000 ბედუინი მხედარი ბანუ კილაბის ტომიდან. სკილიძის თქმით, ფატიმიდების არმიას შეადგენდა ტრიპოლის, ბეირუთის, ტვიროსისა და დამასკოს ძალებს. ამასობაში დალასენოსი ენერგიულად აგრძელებდა ალყას და აპამეას მკვიდრნი შიმშილობდნენ და იძულებულნი გახდნენ ეჭამათ გვამები და ძაღლები, რომლებიც იყიდეს 25 ვერცხლის დირჰემად (აბულ-ფარაჯის მიხედვით, ორი ოქროს დინარი).
ბრძოლა
რედაქტირებაორი არმია შეხვდა ალ-მუდიკის დიდ დაბლობზე (შდრ. ქალაათ ალ-მადიკი), რომელიც გარშემორტყმული იყო მთებით და მდებარეობდა აპამეას ტბის მახლობლად. იბნ ალ-კალანისის ცნობით, ფატიმიდების არმიის მარცხენა ფრთას მეთაურობდა ტრიპოლის გამგებელი მაისურ სლავი; ცენტრი, სადაც დეილამიტური ქვეითი ჯარი და არმიის სურსათი იყო განთავსებული, ბადრ ალ-ატარის მეთაურობის ქვეშ იყო; მარჯვენას მეთაურობდნენ ჯაიშ იბნ სამსამა და ვაჰიდ ალ-ჰილალი. ყველა გადმოცემის თანახმად, ბიზანტიელებმა შეუტიეს ფატამიდების არმიას და გაიქცნენ დაახლოებით 2000 მოკლეს და სურსათიც მოიპოვეს. მხოლოდ 500 ღილმანი დარჩა ბრძოლის ველზე. ამ დროს ქურთი მხედარი, რომელსაც სხვადასხვაგვარად არის მოხსენიებული მაგალითად აბულ-ჰაჯარ აჰმად იბნ ალ-დაჰაკ ალ-სალილი იბნ ალ-ათირისა და იბნ ალ-კალანისის მიერ და ბარ კეფა ბიზანტიური წყაროების მიერ და აბულ-ფარაჯი. დალასენოსთან ახლოს იმყოფებოდა, მან უშიშრად შეუტია ბიზანტიელს, მხოლოდ ახლდა 10 მეომარი და 2 ვაჟი. დაიჯერა, რომ ბრძოლა მოიგო და ქურთს სურდა ტყვედ აყვანა, დალასენოსმა სიფრთხილის ზომები არ მიიღო. როდესაც ის ბიზანტიელ გენერალს მიუახლოვდა, იბნ ალ-დაჰაკმა მოულოდნელად შეუტია. დალასენოსმა მკლავი ასწია თავის დასაფარად, მაგრამ ქურთმა შუბი გაუშვა მისკენ. გენერალს კუირასი არ ეცვა და დარტყმამ მოკლა.
დალასენოსის სიკვდილმა შეცვალა ბრძოლის მიმდინარეობა: ფატიმიდებმა გული აუჩუყეს და „ღმერთის მტერი მოკვდა!“ შეძახილებით გადაუხვიეს ბიზანტიელებს, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ და გაიქცნენ. აპამეას გარნიზონმაც გააღწია, დაასრულა ბიზანტიის დეგრადაცია. წყაროებში მოცემულია ბიზანტიელთა დანაკარგების სხვადასხვა რიცხვი: მაკრიზი ახსენებს 5000-ს, იაჰიას ანტიოქიელი 6000, ხოლო იბნ ალ-კალანისი 10000 მკვდარს. დარჩენილი ბიზანტიელთა უმეტესობა (2000 იბნ ალ-კალანისის მიხედვით) ფატიმიდებმა დაატყვევეს. შეძლეს და დაატყვევეს რამდენიმე უფროსი ოფიცერი, ასევე ცნობილი ქართველი პატრიკიოს ჭორთოვანელი, თორნიკე ერისთავის ძმისშვილი, ასევე დალასენოსის ორი ვაჟი, კონსტანტინე და თეოფილაქტე, რომლებიც ჯეიშ იბნ სამსამამ იყიდა 6000 დინარად და მომდევნო ათი წელი ტყვედ იმყოფებოდა კაიროში. სტეფანე ტარონელი ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ბრძოლის შესახებ, რომლის დროსაც გამარჯვებული ბიზანტიელები გაოცებულნი იყვნენ გადაჯგუფებული ფატიმიდების თავდასხმით მათ ბანაკზე და რომ დალასენოსის ერთ-ერთი ძმა და მისი ერთ-ერთი ვაჟი მოკლეს, ისევე როგორც თავად გენერალი. ეს ვერსია ჩვეულებრივ უარყოფილია თანამედროვე მეცნიერების მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Canard, Marius (1961). „Les sources arabes de l'histoire byzantine aux confins des Xe et XIe siècles“. Revue des études byzantines. 19: 284–314. doi:10.3406/rebyz.1961.1264.
- Cheynet, Jean-Claude; Vannier, Jean-François (1986) Études Prosopographiques (fr). Paris, France: Publications de la Sorbonne. ISBN 978-2-85944-110-4.
- Holmes, Catherine (2005). Basil II and the Governance of Empire (976–1025). Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-927968-5.
- Schlumberger, Gustave (1900). L'Épopée byzantine à la fin du Xe siècle. Seconde partie, Basile II le tueur de Bulgares (fr). Paris: Hachette et Cie..
[[კატეგორია:ბიზანტიის იმპერიის ომები]