ანუშ ბეგლოანი (დ. 31 ივლისი, 1969, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი ფიზიკოსი და პოლიტიკოსი. 2018 წლიდან არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი პოლიტიკური პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტიდან“. კრების წევრად აირჩიეს 2018 წელს.

ანუშ ბეგლოიანი
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1969(1969-07-31) (55 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ანუშ ბეგლოანი დაიბადა 1969 წლის 31 ივლისს ერევანში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

განათლება

რედაქტირება

ანუშ ბეგლოანი სწავლობდა ფიზიკას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა. 1995 წელს გახდა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.[1]

პროფესიული კარიერა

რედაქტირება

ბეგლოანი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დასაქმებული იყო სხვადასხვა უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), მსოფლიო ბანკსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში.[1] გარდა უცხოური გამოცდილებისა ბეგლოანს მრავალ თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი სომხეთში. 1996-2000 წლებში იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეროვნული ადამიანური რესურსებისა და ფინანსების ოფიცერი. იგი სპეციალიზებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სფეროში, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სომხეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელი დირექტორი 2003-2009 წლებში.[1] 2005-2009 წლებში ბეგლოანი კითხულობდა ლექციებს ბუზნის კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთბის შესახებ, სომხეთის ფრანგულ უნივერსიტეტში.[1]2008 წელს ბეგლოიანმა გადაინაცვლა კერძო სექტორში და იყო „ArmenTel“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი 2014 წლამდე.[1] 2016 წელს ის დაუბრუნდა სომხეთის ფრანგულ უნივერსიტეტში ლექციების კითხვას.[1] 2015-2018 წლებში შპს „საზოგადოებრივი კომუნიკაციების ლაბორატორიის“ გენერალური აღმასრულებელი დირექტორი. ანუშ ბეგლოიანი არის საერთაშორისო ანგარიშების ავტორი პოლიტიკური და საქმიანი კომუნიკაციების შესახებ, აქვს ჩატარებული არაერთი კვლევა ადვოკატირების სფეროში.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2018 წლის 9 დეკემბრიდან ბეგლოიანი არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი „სამოქალაქო კონტრაქტიდან“.[1] პარლამენტში ბეგლოანი არის სომხეთი-ლიეტუვის[2] და სომხურ-ბრიტანული მეგობრობის ჯგუფის წევრი.[3] 2019 წლის ნოემბრიდან არის „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომბლოის საპარლამენტო ასამბელის“ ვიცე-პრეზიდენტი.[4] არის საპარლამენტო ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი ალიანსის“ წევრი. 2021 წლის რიგგარაშე არჩევნების დროს კვლავ იქნა არჩეული სომხეთის ეროვნული კრების წევრად.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ანუშ ბეგლოანი დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 National Assembly of the Republic of Armenia. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  2. Delegation led by NA Speaker Ararat Mirzoyan leaves for Lithuania on an official visit (11 May 2021). ციტირების თარიღი: 9 August 2021
  3. Issues on development of Armenian-British relations discussed (3 December 2019). ციტირების თარიღი: 9 August 2021
  4. Armenian MP elected PABSEC Vice-President en. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  5. National Delegations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2021-08-09