ანტონ ინაშვილი (ანტონ ინოველი) (დ. 17 იანვარი, 1898, თბილისი — გ. 1987, იქვე) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1956). ცნობილი მომღერლების - სსრკ სახალხო არტისტის სანდრო ინაშვილისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტის გრიგოლ ინაშვილის ძმა.

ანტონ ინოველი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანტონ ინაშვილი
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1898
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1987
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალური).

1918 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1927 წლიდან დაიწყო საესტრადო-საკონცერტო მოღვაწეობა. 1931 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ესტრადის მსახიობია (სოლისტი-მომღერალი). 1939 წლიდან — აფხაზეთის სახელმწიფო ესტრადის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1941-1947 წლებში იყო აფხაზეთის ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1947 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. 1954-1956 წლებში — საორკესტრო მუსიკოსების ბიუროს დირექტორი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი. 2015. გვ. 222.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება